png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და მის 19 თანამოაზრეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

  • პოლიტიკა
  • 05.12.2024
  • 12:38
 უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და მის 19 თანამოაზრეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად სანქციები უწესდებათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძოდ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მისი გუნდის 19 წევრს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ვოდეომიმართვაში განაცხადა.

"ახლახანს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც აძლევს იურიდიულ ძალას უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით. სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას პუტინს უთმობენ. რის გამოც ახლა საქართველოში არის საპროტესტო გამოსვლები. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც ახლა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გააჟღერონ მიმდინარე მოვლენებზე. არ შეიძლება ამ რეგიონში არავის დაკარგვა. არც საქართველოსი, არც უკრაინის არც მოლდოვასი. ერთად უნდა დავიცვათ თავი რუსეთისგან. უკრაინამ დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი 19 თანამოაზრის წინააღმდეგ, რომლებიც ყიდიან საქართველოს ინტერესებს და მოქალაქეებს. მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს ასე მოიქცნენ და იმოქმედონ პრინციპულად." ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი", - განაცხადა ზელენსკიმ.

სანქციების მომზადების შესახებ ზელენსკიმ გუშინ, 4 დეკემბერს განაცხადა.

სანქცირებულთა სიაში არიან:

  • ბიძინა ივანიშვილი
  • ირაკლი კობახიძე
  • გრიგოლ ლილუაშვილი
  • კახა კალაძე
  • მიხეილ ჩინჩალაძე
  • მამუკა მდინარაძე
  • ვახტანგ გომელაური
  • ოთარ ფარცხალაძე
  • ირაკლი რუხაძე
  • ლევან მურუსიძე
  • ვიქტორ ჯაფარიძე
  • დიმიტრი სამხარაძე
  • გიორგი (გოგა) ხაინდრავა
  • გიორგი კობახიძე
  • ზვიად შალამბერიძე
  • შალვა თადუმაძე
  • თეა წულუკიანი
  • ირაკლი ქარსელაძე
  • კახა ბექაური
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge