png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ეს დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია

  • პოლიტიკა
  • 30.11.2024
  • 01:14
ეს დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია

"ეს დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია", - აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელსაც ტრამპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჯო უილსონი აწერს ხელს.

"ხუთშაბათს ქართველები გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხმა აემაღლებინათ ქართული ოცნების გაცხადებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ - ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. ამ მშვიდობიან პროტესტს უკიდურესი ძალადობა მოჰყვა. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას მაქსიმალურად მკაცრი ფორმით. არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებითაც ჩანს, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ოქტომბრის არჩევნების მანიპულირება მოახდინა, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინა და ქართველი ხალხის ცალსახა მისწრაფება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ კვლავ უარყო.

ამ კვირის დასაწყისში, ქართულმა ოცნებამ ახალი მთავრობა დაამტკიცა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით. შესაბამისად, ეს დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია.

ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს ბრძოლაში, რათა აღადგინონ დემოკრატია და თავისუფლება თავიანთ ქვეყანაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მიიღოს ზომები, რათა დაისაჯოს ქართველების მშვიდობიან პროტესტზე და ასევე ლიდერების არჩევის უფლების დარღვევა", - წერია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge