png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო

  • ბიზნესი
  • 26.11.2024
  • 18:22
40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო

„თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს აქციები დაიწყო და ავტომობილის გასამართად კომპანიამ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ეს ის სეზონია, როდესაც ამინდის მკვეთრად გაუარესებასა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Black Friday-ს ფარგლებში განსაკუთრებული აქციით სარგებლობა ავტომობილების მფლობელებს არამხოლოდ ერთი დღით, არამედ მთელი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

26 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მსუბუქი ავტომობილების პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის პრემიუმ ბრენდებზე, 40%-იანი ქეშბექი იმოქმედებს. პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, „თეგეტა ქარდზე“ ქეშბექი ქულების სახით დაგიბრუნდებათ, რომლითაც დამატებითი პროდუქტის შეძენას შეძლებთ.

სპეციალური შეთავაზება მოქმედებს „თეგეტას” Online Shop-სა და Tegeta App-ზეც. 26 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ 25%-იანი ფასდაკლებით.

დეა ზანგური, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი: „Black Friday-ს შეთავაზებები ვრცელდება ყველა კატეგორიის პროდუქტზე, მათ შორის პრემიუმ ბრენდებზე. იმისათვის, რომ ჩვენს მომხმარებელს არ მოუხდეს რიგში დგომა, გადავწყვიტეთ, ქეშბექ აქცია არამხოლოდ  შავ პარასკევს, ერთი დღით, არამედ ერთი კვირის განმავლობაში ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მომხმარებელს აღარ მოუწევს, დაელოდოს პარასკევს, არამედ შეუძლია, თეგეტას შეთავაზებებით 26 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით ისარგებლოს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მეტი კომფორტი შევუქმნათ.

Black Friday-ს შეთავაზებებით გვსურს, მძღოლებს ხელი შევუწყოთ, მოამზადონ საკუთარი ავტომობილები ცივი სეზონისთვის. „თეგეტა მოტორსი“ გამუდმებით მოუწოდებს საკუთარ მომხმარებელს, „არ მოატყუოს ზამთარი“ და გამართოს ავტომობილი.  კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ძველი საბურავი სეზონის შესაბამისით ჩაანაცვლო, შეამოწმო აკუმულატორი, შეცვალო ანტიფრიზი და ზეთი, გამართო სამუხრუჭე სისტემა, შეამოწმო მაშუქი ფარები“.

40%-იანი ქეშბექი „თეგეტა მოტრსში“ მსუბუქი ავტომობილების პროდუქტებისა და სერვისების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება. მათ შორის არის საბურავები, რომელსაც უსაფრთხო გადაადგილებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, ამიტომ აუცილებელია, სეზონის შესაბამისად, დროულად განაახლოთ. თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით გადაადგილებით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ თავს, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებს. ზაფხულის საბურავი სიცივეში ხისტი ხდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია აკუმულატორის გამართულად მუშაობა. ცივ ამინდში აკუმულატორზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა მნიშვნელოვანია. აკუმულატორი ავტომობილის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ელექტრონული და მექანიკური სისტემების მუშაობაში. სუსტი ან დაზიანებული აკუმულატორი, შესაძლოა, ავტომობილის დაქოქვის შეფერხების ან ვერ დაქოქვის მიზეზი გახდეს.

ანტიფრიზი კი ცნობილია, როგორც გამაგრილებელი სითხე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ძრავის სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას. თუ ძრავის გაგრილების სისტემაში იქნება მხოლოდ წყალი ან რესურსამოწურული ანტიფრიზი, ის აუცილებლად გაიყინება, როგორც კი ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება. აღნიშნული სითხის გაყინვა კი დააზიანებს ძრავას, რომლის შეკეთება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

თოვლსა და ყინვაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამართულ სამუხრუჭე სისტემასაც. „თეგეტას“ რეკომენდაციით, ზამთრის საბურავების დაყენებასთან ერთად, უმჯობესია შემოწმდეს დისკები და ხუნდები.

Black Friday-ს შეთავაზებებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. 28-29 ნოემბერს კი „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალი გახანგრძლივებული დროით, 21:00 საათამდე იმუშავებს.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge