png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა თეატრმა "ათინათმა" გრანპრი მოიპოვა

  • კულტურა
  • 26.11.2024
  • 11:15
ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა თეატრმა "ათინათმა" გრანპრი მოიპოვა

ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა თეატრმა "ათინათმა" გრანპრი მოიპოვა.

ლიეტუვას ქალაქ ქაუნასში სამოყვარულო თეატრების მეცამეტე საერთაშორისო ფესტივამზე "მასკარადას" ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართველი ემიგრანტების თეატრ "ათინათის" სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი" გრანპრის მფლობელი გახდა. ჟიურიმ

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ამავე დასის მსახიობ ნინო რუხაძეს გადასცა.

თეატრ "ათინათის" ხელმძღვანელის, ნათია ახვლედიანის განცხადებით, წლევანდელ ფესტივალზე ნიდერლანდებში მოქმედი ქართული დასის გარდა, სპექტაკლები ლიეტუველმა, პოლონელმა და შვედმა თეარალურმა დასებმა წარმოადგინეს.

"უზომოდ გახარებულები და ბედნიერები ვართ ამ წარმატებით. სპექტაკლ "დარისპანის გასაჭირის" დამდგმელი რეჟისორი საქართველოდან მოწვეული ირინე ჩხეიძეა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასე ღირსეულად გვასახელა ამ ფესტივალზე.  სული და გული ჩავდეთ, მოვინდომეთ და ღირსეულად წარმოვაჩინეთ ქართველი კლასიკოსის, დავით კლდიაშვილის ამ ნაწარმოების ინსცენირება.  ვცდილობთ პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ კულტურას და ხელოვნებას უცხოეთში. ასეთი წარმატებები ჩვენთვის სტიმულია უფრო მეტი ვაკეთოთ. შარშან, ამავე ფესტივალზე ჩვენ წარდგენილი გვქონდა "სამანიშვილის დედინაცვალი". აქაც მივიღეთ მაყურებლის სიმპატიის პრიზი და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ერთდროულად ორი მსახიობი დავით მორჩაძე და დავით კლდიაშვილი დაჯილდოვდნენ. წელს გრანპრის მფლობელები გავხდით, ხოლო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნინო რუხაძე დასახელდა", - განაცხადა ნათია ახვლედიანმა.

მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს თეატრ "ათინათს" დაარსებიდან 5 წელი უსრულდება. აღნიშნული თარიღოს  ფარგლებში "ათინათი" მრავალფეროვან კულტურულ პროგრამას წარმოადგენს. დასში 24 მოყვარული მსახიობი ირიცხება. მალე დასი მაყურებლის წინაშე გურამ ოდიშარიას რომანის მიხედვით დადგმულ   სპექტაკლს   "სათვალიანი ბომბი"  წარადგენს,.  სპექტაკლის რეჟისორი ბადრი წერედიანია, რომელიც თეატრ "ათინათის" მთავარი  რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge