png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

  • ბიზნესი
  • 22.11.2024
  • 15:27
BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
  • თბილისში, Bentley Tbilisi-ის  ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა
  • Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი  „თეგეტა ჰოლდინგი“ გაუწევს.

Bentley Motors-მა ევროპის ბაზრის გაფართოება საქართველოში Bentley Tbilisi-ს გახსნით დაიწყო. შოურუმი  აღმაშენებლის ხეივანში, 129 ნომერში მდებარეობს.

Bentley-ს ახალი კომპლექსი 330 კვ.მ-ზე განთავსებულ შოურუმსა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების ობიექტს აერთიანებს, რომელთა საერთო ფართიც 730კვ.მ-ს შეადგენს. ახალი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება Bentley Motors-ის 2024 წლის პირველ ექვს თვეში მიღწეულ საოპერაციო მოგებას უკავშირდება, რომელმაც 261 მილიონი ევრო შეადგინა. მსოფლიო მასშტაბით კომპანიამ 5,476 ერთეული ექსკლუზიური ავტომობილი გაყიდა, ხოლო ევროპაში 1,054-ის რეალიზება შეძლო, რაც საერთო გაყიდვების 19%-ს შეადგენს.

„თეგეტას“ მიერ Bentley Tbilisi-ს ოპერირების დაწყება კომპანიის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს ემთხვევა. კერძოდ, ულტრა შესაძლებლობების მქონე ორი ჰიბრიდული მოდელის - მეოთხე თაობის Continental GT-ს და Flying Spur Speed-ის წარდგენას, ასევე Mulliner-ის პერსონალიზაციაზე მოთხოვნის ზრდას.

რიჩარდ ლეოპოლდი, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და MEAI-ს რეგიონული დირექტორი: „თბილისში წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება Bentley Motors-ის ისტორიაში ახალი ეტაპია.  ვითვისებთ ბაზარს, სადაც ჩვენ  დიდ პოტენციალს ვხედავთ.  საქართველოში წარმომადგენლობის გახსნის პერიოდი იდეალურად არის შერჩეული. ბაზრის გაფართოება სწორედ  ახალი, მეოთხე თაობის Continental GT-ის  წარდგენას ემთხვევა. ჩვენ მოუთმენლად ველით Bentley Tbilisi-ს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობას  რეგიონში წარმატების მისაღწევად. ასევე მივესალმებით მომხმარებელს ჩვენი მოდელების სრული ასორტიმენტისა და Bentley-ს გამოცდილების გასაზიარებლად“.

Bentley Tbilisi უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებელთა და ბრენდის მოყვარულთათვის, რომლის ოფიციალური გახსნის ღონისძიება, სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში გაიმართება. ოპერაციული გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, რომელიც მზადაა, უპასუხოს მომხმარებლების შეკითხვებსა და საჭიროებებს.

---

Bentley Motors წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნადი და ძვირადღირებული ავტომობილების ბრენდს მსოფლიოში. კომპანიის სათავო ოფისი ქალაქ კრუში მდებარეობს და ქმნის  სრული ოპერაციების ცენტრს, რაც მოიცავს დიზაინის შემუშავებას, R&D-ს (ავტომობილების კვლევა და განვითარება) ინჟინერიას და კომპანიის ხუთი სამოდელო ხაზის - Continental GT-ს, Continental GT-ს Convertible-ს, Flying Spur-ს, Bentayga-სა და Bentayga EWB-ს წარმოებას. Bentley გაერთიანებული სამეფოს ძვირადღირებული ავტომობილების კომპანიაა, რომლის დახვეწილი ოსტატობის კომბინაცია და უნარები  თაობებს გადაეცემა, საინჟინრო გამოცდილებასთან და უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად. ის ბრიტანული წარმოების მაღალი ღირებულებების საუკეთესო მაგალითია. Bentley-ს კრუს შტაბ-ბინაში დაახლოებით  4000 ადამიანია დასაქმებული. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge