png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას - კახა ოქრიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.10.2024
  • 12:47
 დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას - კახა ოქრიაშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი წერს, რომ  დროებითი პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო იმ მამაც ხალხს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და არნახული დაშინების ფონზე ხმა მაინც თავისი შინაგანი რწმენის მიხედვით მისცა.  

ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკიურ განწყობას. „Edison Research“-ის ეგზიტპოლმა, რომელსაც სრულად ვენდობი, რადგან წარსულ არჩევნებზეც, ოფიციალურ შედეგთან მიმართებაში ყველაზე ახლო და ზუსტ მონაცემებს დებდა, ჯამში, ოპოზიციას 52% დაუწერა, 41 ნომერს კი - 41%. ეგ 41 %-იც „ოცნებამ“, რეალურად, 200-ლარიანი მოსყიდვის და მერე მოსყიდული ხალხის კონტროლის შედეგად აიღო. ხალხის ნების გაკონტროლება იმითაც იყო შესაძლებელი, რომ ბიულეტენის ზედმეტად თხელი ქაღალდის გადმოტრიალების შემდეგ სრულიად გარკვევით ჩანდა მარკერით გაფერადებული წრე, რის მიხედვითაც ძალიან ადვილი იყო მიხვედრა, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა.   

აღარავინ დავობს, რომ არჩევნები გაყალბდა! რა შეიძლება იყოს სამართლიანი გამოსავალი აღნიშნული სიტუაციიდან? რა თქმა უნდა, მრავალი ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთს შემოგთავაზებთ: იმ არაქართულენოვან უბნებზე, სადაც გაყალბებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და „ოცნებამ“ 70%-ზე მეტი დაიწერა, ასევე, მთლიანად საჩხერის ოლქში, არჩევნების შედეგები გაუქმდეს. დარჩენილი უბნების შედეგებით კი დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. 

დღეს 28 ოქტომბერია. მე მივდივარ მშვიდობიან აქციაზე, რომელიც ჩემი აზრით, სულ 2-3 საათი გაგრძელდება და რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ყველას დავანახოთ, რომ ძალადობას არ ვეგუებით!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge