png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

25-დან 27 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება

  • საზოგადოება
  • 23.10.2024
  • 13:55
25-დან 27 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, 24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში 24-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge