png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს ნებისმიერ თანამდებობის პირს, რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, დახურულ კაბინეტებში შეხვედრებზე სულ ამას გვთხოვდნენ - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 23.10.2024
  • 11:29
წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს ნებისმიერ თანამდებობის პირს, რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, დახურულ კაბინეტებში შეხვედრებზე სულ ამას გვთხოვდნენ - შალვა პაპუაშვილი

გარწმუნებთ, ტაშით, წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს ნებისმიერ თანამდებობის პირს ნებისმიერ ფორუმზე, რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, დახურულ კაბინეტებში შეხვედრებზე სულ ამას გვთხოვდნენ, მაგრამ გარეთ არავინ საუბრობდა, რადგან ზუსტად იცოდნენ, ეს საქართველოსთვის იქნებოდა დამღუპველი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

„გარწმუნებთ, ტაშით, წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს პრემიერს და ნებისმიერ თანამდებობის პირს ნებისმიერ ფორუმზე. რა იქნებოდა და რა დაგვრჩებოდა საქართველოში?! დაგვრჩებოდა დანგრეული ეკონომიკა. დათვლილია, 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა. ეს ჩვენ ვიცით. ეს ხომ არ არის თეორია, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ემბარგოს სტილის ურთიერთობა რუსეთთან. ეს ძალიან ადვილი გასათვლელი იყო ეკონომიკის მხრივ.

რაც შეეხება მეორე განზომილებას, ეს არის სამხედრო კონფლიქტის შანსი, რომელიც ძალიან რეალური ხდებოდა, თუკი ჩვენ შევიდოდით რუსეთთან ესკალაციაში. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის წყალობით, სადაც პირველად ღიად ჩაიწერა, რომ სანქციებს გვთხოვენ, დღეს ყველამ ვიცით, ახლა გამოვიდა გარეთ, რაც აქამდე ხდებოდა დახურულ კაბინეტებს შიგნით. აქამდე რატომ არავინ გამოიტანა ეს საკითხი გარეთ და თუნდაც მედიასთან კომენტარებში ერთი-ორ ვინმეს თუ გაეპარებოდა, რომ სანქციებს ითხოვდნენ?! არადა ზუსტად კაბინეტებში რომ იყვნენ ჩვენთან, სანქციებს ითხოვდნენ. ამაზე გარეთ არანაირი კომენტარი არ იყო, რადგან კარგად იცოდნენ, ეს იყო საქართველოსთვის დამღუპველი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge