png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო გადაადგილებისათვის

  • ბიზნესი
  • 06.09.2024
  • 17:00
როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო გადაადგილებისათვის

ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილებისას უდიდეს როლს ჩვენი ავტომობილები ასრულებს. სეზონის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის სათანადო მომზადება მისი გამართული და შეუფერხებელი მუშაობის გარანტიაა.

უსაფრთხო მგზავრობაზე ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საზრუნავია და ავტომობილის გასამართად მომხმარებელს საშემოდგომო სეზონისთვის აქციებს სთავაზობს.

ლაშა ჭიტაძე, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის პროცესების მართვის ჯგუფის უფროსი: „როგორც წესი, მძღოლები ავტომობილებს ზაფხულისთვის განსაკუთრებულად ამზადებენ, რადგან ზაფხული მოგზაურობასთან და ავტომობილით სხვადასხვა რელიეფის მქონე მრავალკილომეტრიანი გზის გავლასთან ასოცირდება, შესაბამისად, მსგავსი მოგზაურობისთვის ავტომობილი ყოველმხრივ გამართული უნდა იყოს.

სეზონის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების წინაპირობაა. ზაფხულისა და საზაფხულო მოგზაურობის დასრულების შემდეგ კი  ჩვენს ავტომობილებს საკმაოდ დიდი მანძილი აქვს გავლილი და შემოწმება და სხვადასხვა დეტალის განახლება სჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტომობილის ზოგიერთ დეტალზე სეზონის ცვლილება გამორჩეულად მოქმედებს. შემოდგომის პირველ თვეებში ზაფხულთან შედარებით ტემპერატურა იკლებს, ხოლო ზამთრისთვის დამახასიათებელი ნალექის რაოდენობით არ გამოირჩევა. შესაბამისად, ავტომობილის საშემოდგომო მომზადებაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხია".

სექტემბრის შეთავაზებები:

30%-იანი ფასდაკლება ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე

ზაფხულში მოგზაურობისას სხვადასხვაგვარი ზედაპირის მქონე გზებზე გვიწევს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა, რაც ყველაზე მეტად საბურავების მდგომარეობაზე აისახება. მსგავსი მოგზაურობის დასრულებისას, დიდი შანსია, რომ საბურავი დაზიანდეს და მცირე ექსპლუატაციის შემდეგ აღარ იყოს უსაფრთხო ამ საბურავებით მოძრაობა ან სულაც, შეუძლებელი გახდეს გადაადგილება. ამიტომ, მნიშვნელოვანია შემოწმდეს საბურავის ცვეთის დონე და მდგომარეობა. საჭიროების შემთხვევაში კი აუცილებლად ახალი საბურავით უნდა ჩანაცვლდეს, რომელიც შემოდგომისთვის დამახასიათებელი ჰაერის ტემპერატურასა და ამინდზე იქნება გათვლილი. 14 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ შესაძლებელია ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლებით შეძენა.

30%-იანი ფასდაკლება Shell-სა და Petronas-ის ზეთების სრულ ასორტიმენტზე

ძრავის ზეთი არის ერთ-ერთი ისეთი პროდუქტი, რომელიც მწარმოებლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ უნდა შეიცვალოს. სტატისტიკურად ზაფხული ყველაზე მაღალი მობილობით გამოირჩევა. შესაბამისად, შემოდგომა საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ძრავის ზეთი განვაახლოთ და ძრავის თითოეული დეტალი დაცული იყოს კოროზიისგან, ზედმეტი ცვეთისაგან და მოულოდნელი დაზიანებისგან. 14 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ შესაძლებელია ავტომობილისთვის ძრავის ზეთის 30%-იანი ფასდაკლებით შეძენა.

30%-იანი ფასდაკლება Varta, Energizer-ისა და Exide-ის აკუმულატორებზე

აკუმულატორს ავტომობილის გულსაც ეძახიან. მხოლოდ ესეც კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ ავტომობილის გამართულად და უსაფრთხო ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ზაფხულის სეზონმა შესაძლოა შეამციროს აკუმულატორის რესურსი, ვინაიდან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებამ არ არის გამორიცხული, აკუმულატორის რამდენიმე შიდა პრობლემა გამოიწვიოს, რასაც ყოველთვის ვერ შევამჩნევთ მარტივი ვიზუალური შემოწმებით. ესენია: ელექტროლიტების აორთქლება, კოროზია, სიმძლავრის დაკარგვა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობის შემდეგ აკუმულატორის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება. 14 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ შესაძლებელია აკუმულატორების 30%-იანი ფასდაკლებით შეძენა.

30%-იანი ფასდაკლება Ate-ს და TRW-ს სამუხრუჭე სისტემაზე

წელიწადის ნებისმიერ დროს აუცილებელია ხუნდებისა და სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა. სამუხრუჭე სისტემის შემადგენელი ნაწილები, სამუხრუჭე დისკი და ხუნდი, ცვეთადი დეტალებია და დიდი მანძილის გავლის შემდეგ აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი დეტალებით. ზაფხულის მოგზაურობისა და სხვადასხვა სირთულის გზების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭე სისტემის ცვეთის დონე იზრდება. შესაბამისად, მოგზაურობის დასრულების შემდეგ, აუცილებლად უნდა შემოწმდეს სამუხრუჭე სისტემა. საჭიროების შემთხვევაში კი ახლით უნდა ჩანაცვლდეს, რათა ჩვენი ყოველდღიური გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო იყოს. 14 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ შესაძლებელია ავტომობილისთვის Ate-ს და TRW-ს სამხრუჭე სისტემის 30%-იანი ფასდაკლებით შეძენა.

საშემოდგომო შეთავაზებებთან ერთად, მძღოლებს 14 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სერვისის სრულ ასორტიმენტზე შესაძლებლობა აქვთ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ, სადაც პროფესიონალი და სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ მათ ავტომობილზე.

მაქსიმალური კომფორტისთვის, შესაძლებელია Tegeta shop-ით სარგებლობა და სახლიდან გაუსვლელად სასურველი პროდუქციის შეძენა. 14 სექტემბრის ჩათვლით  Tegeta shop-ზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს როგორც ზაფხულისა და ყველა სეზონის საბურავებზე, ისე Shell-ის Motul-ის, Petronas-ისა და Mobil-ის ზეთებზე. ასევე 30%-იანი ფასდაკლებაა Varta-ს, Energizer-ისა და Exide-ის აკუმულატორებზე, Ate-სა და TRW-ს სამუხრუჭე სისტემის ნაწილებზე.

__

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge