png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

Toyota 10 - სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

  • ბიზნესი
  • 04.09.2024
  • 16:09
Toyota 10 - სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს განსხვავებულ საგარანტიო პირობას სთავაზობს - Toyota 10, იაპონური ბრენდის ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით ან 160 000 კილომეტრამდე გახანგრძლივებას გულისხმობს. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ქარხნული გარანტიის ამოწურვის შემდეგ. ის საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება „ტოიოტას“ ოფიციალური დილერებისგან შესყიდულ ავტომობილებზე, რომლებსაც გეგმური ტექნიკური მომსახურება ასევე ოფიციალურ სადილეროებში აქვთ ჩატარებული. Toyota 10 არ ეხება ამერიკულ ან სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილ ავტომობილებს.

ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებზე ქარხნული გარანტია მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, ხოლო ჰიბრიდულ სისტემებზე - ხუთი წლის. გეგმური ტექნიკური შემოწმების შემდეგ შესაძლებელი ხდება, დამატებითი გარანტია გახანგრძლივდეს ერთი წლით ან 10 000 კილომეტრით, რომელიც უფრო ადრე დადგება. მძღოლს გარანტიის გახანგრძლივება შეუძლია წელიწადში ერთხელ, სანამ ავტომობილის ასაკი 10 წელს მიაღწევს, ხოლო გარბენი - 160 000 კმ-ს. 

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „Toyota-ს ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით გაზრდა ხაზს უსვამს, რომ კომპანია დარწმუნებულია პროდუქციის ხარისხში და ზრუნავს თავის მომხმარებელზე. ამასთანავე, საგარანტიო პერიოდში უზრუნველყოფს ავტომობილის ხანგრძლივ და ეფექტიან მუშაობას  რაც მომხმარებლის სიმშვიდესაც გულისხმობს.  მთავარი, რაც ამ გარანტიას გამორჩეულს ხდის, ის არის, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს საგრძნობლად მცირდება მფლობელის რისკები და ხარჯები. გარდა ამისა, ხანგრძლივი გარანტია ზრდის ავტომობილის შემდგომი გაყიდვის ღირებულებას, რაც კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობაა. საერთო ჯამში, Toyota 10-ის გარანტია მომხმარებლებისთვის ძალიან მოგებიანი პირობაა. ის კიდევ ერთხელ ამყარებს ტოიოტას სამ ძირითად უპირატესობას: ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა“.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებით სარგებლობა იმ მძღოლებსაც შეუძლიათ, რომელთა ავტომობილებს ქარხნული გარანტიის ვადა ამოეწურათ. ტექნიკური შემოწმების ნაცვლად გეგმიური სერვისის სრულად ჩატარება და ნებისმიერი გაუმართაობის აღმოფხვრის შემდეგ შესაძლებელია, ავტომობილი გარანტიაზე დაბრუნდეს.

დამატებითი  გარანტია ვრცელდება ძირითად აგრეგატებზე, როგორებიცაა: ძრავა, ბენზინისა და დიზელის საწვავი სისტემები, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფები, საჭის მექანიზმი, კონდიციონერის კომპრესორი, აუდიოსისტემა, ელექტრობა, ჰიბრიდის შემთხვევაში - ინვერტორი, ელემენტები და ა.შ.

დამატებით გარანტიაზე არ ვრცელდება იგივე პირობები, რაც ძირითადი ქარხნული გარანტიის შემთხვევაში და არ ფარავს ისეთ ცვეთად დეტალებს, როგორებიცაა: სამუხრუჭე ხუნდები, ამორტიზატორები, აკუმულატორი, ასევე ვიდეო/ნავიგაციის სისტემები, გამონაბოლქვის სისტემები და ა.შ.

დამატებითი გარანტიის მისაღებად ავტომობილს გეგმური ტექნიკური შემოწმება „ტოიოტას“ ოფიციალურ სადილეროში უნდა ჰქონდეს ჩატარებული, სადაც ნებისმიერი სახის ტექნიკური მომსახურება გაწეული იქნება „ტოიოტას“ სერტიფიცირებული ტექნიკოსების მიერ ორიგინალი სათადარიგო ნაწილებისა და მოწინავე დიაგნოსტიკური აღჭურვილობის გამოყენებით.

­­__

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge