png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„ტოიოტა ცენტრი ბათუმსა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • ბიზნესი
  • 26.08.2024
  • 14:16
„ტოიოტა ცენტრი ბათუმსა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ტოიოტა ცენტრი ბათუმსა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანიის დირექტორებმა, გოდერძი სურმანიძემ და ირაკლი არჩაიამ, მოაწერეს ხელი. ეკოლოგიის, კულტურის, განათლებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი მიზნებია, რომლებსაც გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან პარტნიორობა პასუხობს ტოიოტას გლობალური ხედვის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ეკოლოგიასა და გარემოზე ზრუნვას ეხება. ტოიოტა არის ავტოინდუსტრიის მოწინავე ბრენდი, რომელმაც მსოფლიოს პირველმა გააცნო ჰიბრიდული ტექნოლოგია და შესთავაზა ეკომეგობრული საყოველთაო ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღესაც ვცდილობთ და ვიზიარებთ ტოიოტას ხედვას, რომ მიაღწიოს „ნულს მიღმა“ სტრატეგიას. აღნიშნული პოლიტიკა გულისხმობს ისეთი ტრანსპორტის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ემისიებისა და გამონაბოლქვის შემცირებას. ვფიქრობთ, ბოტანიკური ბაღი ის ადგილია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოსთან და ეკოლოგიასთან, აქვს მდიდარი ისტორია და მრავალფეროვანი ეკოლოგიური მემკვიდრეობა. სწორედ ამიტომ ჩვენთვის საამაყოა, ვიყოთ ბოტანიკური ბაღის პარტნიორი და ერთობლივად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო და ეკოლოგიური პროექტები“.

ხელმოწერის ცერემონიაზე „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ წარმომადგენლები ბოტანიკურ ბაღს სიმბოლურად ეკომეგობრული Toyota Rav 4 Plug-In მოდელით ესტუმრნენ. ამით ხაზი გაუსვეს ბრენდის გლობალურ სტრატეგიას, რომელიც ეკოლოგიაზე ზრუნვას გულისხმობს. Toyota Rav 4 Plug-In არის დამუხტვადი ჰიბრიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია როგორც ელექტრული, ისე ჰიბრიდული რესურსის გამოყენება. მსოფლიოში ეკოლოგიური კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული სატრანსპორტო საშუალებაა.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმისა“ და ბოტანიკური ბაღის პარტნიორობა სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ ხელმომწერი მხარეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. გარემოს დაცვის მიმართულებით რამდენიმე პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მათ შორის არის იაპონური ბაღების მოვლა-განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.

ირაკლი არჩაია, „ბათუმის ბოტანიკური ბაღის“დირექტორი: „ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის კერძო სექტორის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით „ტოიოტა ცენტრი ბათუმთან“ საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას, რომელიც გულისხმობს ეკოლოგიის, განათლების, კულტურისა და სპორტის განხრით დაგეგმილი აქტივობების მხარდაჭერას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ღირებულია ტოიოტას, როგორც იაპონური ბრენდის, წვლილი იაპონური ბაღების სამომავლო განვითარებასა და რეკონსტრუქციაში“.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ აქტიურადაა ჩართული რეგიონის ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტში, რომლებიც უკავშირდება ბრენდის ღირებულებებს. ბოტანიკურ ბაღთან კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური მიმართულებით პარტნიორობა სწორედ ბრენდის გლობალურ მიზნებს პასუხობს და ადასტურებს, რომ ტოიოტა აგრძელებს განვითარებას და გლობალური პოლიტიკის მთავარი მიმართულების - „ნულს მიღმა“ სტრატეგიის ერთგულებას.

__

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge