png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„ჰამასი“ ღაზის სექტორთან დაკავშირებით ახალ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

  • მსოფლიო
  • 15.08.2024
  • 10:09
„ჰამასი“ ღაზის სექტორთან დაკავშირებით ახალ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

რადიკალურმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ კატარში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ახალ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ BBC ჰამასის ხელმძღვანელობის წევრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

პარალელურად, ისრაელმა დაადასტურა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში.

BBC-სთან საუბარში „ჰამასის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაჯგუფებას არ სურს მონაწილეობა მიიღოს "მოლაპარაკებებში მხოლოდ  მოლაპარაკებებისთვის, რომლის საფარქვეშ ისრაელი ომს აგრძელებს“.

თავის მხრივ, AFP იუწყება, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია მიიღებს თუ არა  „ჰამასი“ მონაწილეობას დოჰაში მოლაპარაკებებში, რომლებიც დღეს, 15 აგვისტოს არის დაგეგმილი.

მედიას ასევე მოჰყავს „ჰამასის“ სპიკერის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ დაჯგუფებას სურს "ბაიდენის გეგმის განხორციელება და არა მოლაპარაკება მხოლოდ მოლაპარაკებისთვის". მან იგულისხმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მაისის ბოლოს წარდგენილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ კატარის დედაქალაქში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრებიან .ისრაელის საგარეო დაზვერვის „მოსადის“ ხელმძღვანელები და ისრაელის  უსაფრთხოების სამსახურის „შინ ბეტის“ წარმომადგენლები

გარდა ამისა, შეხვედრას ასევე დაესწრება  აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი.

ეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი არ არის ზავისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.

12 ივლისს ჯო ბაიდენმა მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება და „ჰამასი“ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ჩარჩოებზე.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დასძინა, რომ მხარეებს „ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ გასაკეთებელი“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge