png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მექსიკა არ დააკავებს პუტინს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

  • მსოფლიო
  • 09.08.2024
  • 11:04
მექსიკა არ დააკავებს პუტინს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

მექსიკის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა უარყო უკრაინის მოთხოვნა, დააკავოს რუსეთის პრეზინდეტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის დაესწრება მექსიკის არჩეული პრეზიდენტის კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ობრადორმა მეხიკოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ეს არ არის ჩვენი საქმე", - უთხრა ობრადორმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, მექსიკაში უკრაინის საელჩომ მოუწოდა მექსიკის ხელისუფლებას, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ იგი არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას დაესწრება, რომელიც 1-ელ ოქტომბერს უნდა გაიმართოს. შესაბამისი მიმართვა მექსიკაში უკრაინის დიპლომატიური მისიის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის საელჩომ იმედი გამოთქვა, რომ მექსიკა თავის ვალდებულებებს შეასრულებს და პუტინს გადასცემს გაეროს სასამართლო ორგანოს, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა.

მექსიკას პუტინის დაკავებისკენ ევროკავშირმაც მოუწოდა.

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ მექსიკის არჩეულმა პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა დაიწყო ინაუგურაციაზე სახელმწიფო მეთაურებისთვის მოსაწვევების დაგზავნა. ერთ-ერთი მოწვევა პუტინსაც გაეგზავნა, თუმცა უცნობია, მიიღებს თუ არა იგი ღონისძიებაში მონაწილეობას.

მანამდე პუტინმა შეინბაუმს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"მექსიკა არის რუსეთის ტრადიციულად მეგობრული პარტნიორი ლათინური ამერიკის რეგიონში. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი, როგორც პრეზიდენტის საქმიანობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას", - წერდა რუსეთის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი 17 მარტს გამოსცა. მათ ბრალი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის ორგანიზებაში ედებათ, რაც ომის დანაშაულად არის მიჩნეული.

მოსკოვი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge