png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

Geely Sakartvelo-მ ქართულ ბაზარს ახალი Geely Emgrand წარუდგინა

  • ბიზნესი
  • 20.06.2024
  • 14:21
Geely Sakartvelo-მ ქართულ ბაზარს ახალი Geely Emgrand წარუდგინა

Geely Emgrand საქართველოშია. ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის თანამედროვე და ელეგანტური სედანი ქართველი მომხმარებლებისთვის Geely Sakartvelo-ს შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.

Emgrand გამორჩეული სედანია, კლასიკური და დამახასიათებელი ექსტერიერით, რომელიც ჰარმონიულადაა შერწყმული ჭეშმარიტად თანამედროვე დიზაინთან და ტექნოლოგიებთან. Emgrand იდეალურია როგორც ურბანული სივრცისთვის, ისე შორეული მოგზაურობისთვის. ის აგებულია ინოვაციური მოდულური პლატფორმის BMA-ს საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია Geely-ის მიერ, ევროპელი ტექნიკოსების მონაწილეობით. აღნიშნული პლატფორმა უზრუნველყოფს მეტ სივრცეს ინტერიერში.

Geely Emgrand აღჭურვილია 1.5 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 122 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ქალაქგარეთ მგზავრობისას საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 4,5 ლიტრს შეადგენს, შერეული - 5,8 ლიტრს. მომხმარებლის სურვილისამებრ გადაცემათა კოლოფის შერჩევაც შესაძლებელია, კომპლექტაციაში ხელმისაწვდომია მექანიკური ან ავტომატური ტრანსმისია.

გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „Geely Auto ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ შემოვიდა, თუმცა მომხმარებელს ამ მცირე დროში არაერთი მნიშვნელოვანი  სიახლე შევთავაზეთ. ჩვენს შოურუმში ახლა უკვე Geely Emgrand-ც ხელმისაწვდომია. ეს არის C და B სეგმენტს შორის არსებული სედანი. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბაზარს და ვსწავლობთ მომხმარებელთა განწყობებს. საცალო ბაზრისგან განსხვავებით, კომერციული მიმართულებით სედანზე მოთხოვნა მზარდია. შესაბამისად, ჩვენ ქართულ ბაზარს წარვუდგინეთ მოდელი, რომელიც ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციაა. Emgrand-ის ფასები კომპლექტაციის მიხედვით $14 500-დან $17 000-მდე მერყეობს. საქართველოში Geely Emgrand 4 კომპლექტაციითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოდელები ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი და მას ოფიციალური გარანტიაც მოჰყვება“.

Geely Emgrand აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოებისა და მულტიმედია სისტემებით. ინტერიერში დაგხვდებათ 12,3-დიუმიანი ცენტრალური მონიტორი, Apple Car Play-სა და Android Auto-ს მხარდაჭერით. ასევე უკანა ხედვის კამერა, ბრმა ზონების კონტროლის სისტემა და მძღოლის სხვა დამხმარე ფუნქციები.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge