png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ენმ: ივანიშვილი ოდესაში აქციების მოსაწყობად ჯგუფებს აგზავნის

  • პოლიტიკა
  • 14.03.2016
  • 12:56
 ენმ: ივანიშვილი ოდესაში აქციების მოსაწყობად ჯგუფებს აგზავნის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ივანიშვილი და მისი მთავრობა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უკრაინაში სპეციალურად მომზადებულ ჯგუფებს გზავნის, რათა მათ ადგილზე დესტაბილიზაცია მოახდინონ.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა.

„მინდა გუშინ, "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოვეხმაურო, სადაც ყველასთვის გასაგებად იყო გაშუქებული "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მავნებლობა. რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით ივანიშვილის რეჟიმი ახდენს დაქირავებული ორგანიზებული ჯგუფების რეკრუტიორებას და ანაზღაურების სანაცვლოდ უკრაინაში, კერზოდ ოდესაში აგზავნის ადამიანებს, რომლებთაც ევალებათ აქციების მოწყობა და რუსულ ტელეარხების თოქშოუებში მონაწილეობა ოდესის გუბერნატორის წინაარმდეგ. საქართველოს ხელისუფლება არაერთგზისაა შემჩნეული რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, რაც გამოიხატება მათი მხრიდან რუსი ჯაშუშეის გათავისუფლებაში და თუნდაც ქართველი ხალხის ზურგსუკან "გაზპრომთან" მოლაპრაკებაში.

მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ფრონტის ხაზზე იცავენ უკრაინის საზღვრებს, ხოლო მეორე ნაწილი აქტიურად მუშაობს რეფორმების გატარებაზე, ივანიშვილის რეჟიმიცდილობს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვას და თანამშრომლობს არა უკრაინული ხალხის ინტერესების დამცველ ხალხთან არანედ ორივე ქვეყნის ოკუპანტთან.

რუსული პროექტის განხორციელებას სათავეში უდგას ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. ესაა ადამიანი, რომელიც ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით მუშაობდა ქართულ ოცნებასთან და ფაქტების ფალსიფიკაციას ახდენდა. შემდეგ კი, სწორედ ამ დამსახურებისთვის, ეს ადამიანი შშს- ს გენინსპექციაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. მასთან ერთად დაინიშნა ვარლამ ხათრიძეც რაც კითხვებს აჩენს - რა დამსახურებისთვის მოხვდა ის ამ თანამდებობაზე.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაზე ზრუნავდეს, ისინი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ახორციელებენ და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ”, - აცხადებს ხერხეულიძე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge