png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროკავშირში ოთხ წამყვან თანამდებობაზე კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია - Politico

  • მსოფლიო
  • 12.06.2024
  • 13:11
ევროკავშირში ოთხ წამყვან თანამდებობაზე კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია - Politico

ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს, რომლის პოლიტიკური ძალა ევროპული ლიბერალური ბლოკის ნაწილია, აქვს მნიშვნელოვანი შანსები უხელმძღვანელოს ევროკავშირის საგარეო დიპლომატიურ სამსახურს ახალ ევროკომისიაში. იუწყება Politico

როგორც გამოცემა ევროპელ მაღალჩინოსნებზე და დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად კი, ესტონეთის პრემიერი კაია კალასი განიხილება. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სავარაუდოდ თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

ევროპარლამენტის არჩევნებამდე, კალასის მიმართ სკეპტიციზმი არსებობდა რუსეთის მიმართ მისი დამოკიდებულების გამო, კრიტიკოსები შიშობდნენ, რომ ის მთლიანად თავის რეგიონზე გაამახვილებდა ყურადღებას და ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას საკმარის ყურადღებას არ დაუთმობდა.

თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს კრიტიკული პოზიცია ფაქტობრივად გაქრა და ახლა უმეტესობა თანხმდება, რომ კალასი იდეალურად შეეფერება ამ თანამდებობას გეოგრაფიული, პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით.

როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე კანდიდატებთან დაკავშირებით ძირითად დებულებებზე შეთანხმება 17 ივნისს, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ ვახშამზე მოხდება. ფორმალური შეთანხმება კი 27-28 ივნისის სამიტზე იქნება მიღწეული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კანდიდატების ასე სწრაფად შეთანხმება ნაწილობრივ ასოცირდება მაკრონის მოულოდნელ გადაწყვეტილებასთან, საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ემანუელ მაკრონი მიიჩნევა ევროკავშირის მოწინავე თანამდებობების საკითხზე მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მთავარ შუამავლად. ამდენად ბრიუსელში მისი მომლაპარაკებელი უფლებამოსილება შემცირებულია. მისი ყურადღება ახლა ფოკუსირებულია საფრანგეთში დანიშნულ  არჩევნებზე და არა ბრიუსელში თანამდებობების განაწილებაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge