png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და აფასებენ იმ ძალისხმევას, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ აჩვენა - ლევან ბეჟაშვილი

  • პოლიტიკა
  • 10.06.2024
  • 15:31
ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და აფასებენ იმ ძალისხმევას, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ აჩვენა - ლევან ბეჟაშვილი

ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ხედავენ და აფასებენ იმ ძალისხმევას, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ აჩვენა, როდესაც ასი ათასობით ადამიანმა დაიცვა თავისი ევროპული არჩევანი და ღირებულებები,  განაცხადა საპარლამეტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა ბაიდენისა და მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველოს რუსული რეჟიმის პირობებში ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია.

„კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე ყველაზე მაღალი რანგიდან საქართველოს საზოგადოებამ მოისმინა ჩვენი პარტნიორების საკმაოდ მკაფიო გზავნილები, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხედავენ და აფასებენ იმ ძალისხმევას, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ აჩვენა, როდესაც ასი ათასობით ადამიანმა დაიცვა თავისი ევროპული არჩევანი და ევროპული ღირებულებები. ამჯერად უკვე არჩევანი ჩვენზე არის, რომ რუსული რეჟიმის პირობებში ჩვენ ევროპული პერსპექტივა არ გაგვაჩნია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ ექნება ქვეყანას თუ ივანიშვილის რეჟიმი გააგრძელებს მმართველობას, ამიტომ ერთხმად, ორგანიზებულად 26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ რუსული რეჟიმი და ამ შემთხვევაში დაჩქარდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, მეგობრობის აქტის ამოქმედება აშშ-დან, რაც ჩვენი საზოგადოების მთავარი მიზანია.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge