png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თუ მოლაპარაკებები არ გაიხსნა, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 30.05.2024
  • 13:53
ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თუ მოლაპარაკებები არ გაიხსნა, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება - კახა კალაძე

„ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მხარეს იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა  საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე კომენტირებისას მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, გაუგებარია ქვეყნის გარედან მოწოდებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, მაშინ, როცა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის პირდაპირი მოვალეობაა ისეთი კანონების მიღება, რაც ქვეყნის განვითარებას და მშვიდობას უწყობს ხელს.

„საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტში აირჩია უმრავლესობა - „ქართული ოცნების“ დეპუტატების სახით. მათი პირდაპირი მოვალეობაა, მიიღონ კანონები, რომელიც სჭირდება ქვეყანას, მის მომავალს, განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ წინსვლასა და აღმშენებლობას. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია მოწოდებები გარედან, თუ რატომ არ უნდა იყოს კანონი მიღებული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას ითხოვს. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ  მოვისმინეთ ბევრი განცხადება უცხოეთიდან, თუმცა, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, გარდა ერთისა - „იმიტომ“.

ჩვენ ახლაც მზად ვართ დისკუსიისთვის. თუ ვინმეს აქვს კონკრეტული არგუმენტი, წარმოადგინონ, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებოდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პეტერ ფიშერის განცხადებიდან გამომდინარე, თუ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ გაიხსნა, ვისი პასუხისმგებლობა დადგება, კახა კალაძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ხოლო ქართული მხარე 9-პუნქტიან გეგმას ბოლომდე შეასრულებს.

„ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. ჩვენ წარმოგვიდგინეს 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ძალიან მალე, ზაფხულში შესრულებული იქნება. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ მოლაპარაკებები უნდა გაიხსნა. თუმცა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მხარეს იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge