png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

არ ექვემდებარება გაუმჯობესებას - რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გამოქვეყნდა

  • პოლიტიკა
  • 21.05.2024
  • 00:27
არ ექვემდებარება გაუმჯობესებას - რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გამოქვეყნდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები რუსული კანონის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ რუსული კანონი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია.

დოკუმენტში სამი გვერდი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეთმობა, სადაც აღწერილია, კონსტიტუციის რომელ მუხლებს ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონი და რომ მისი გაუქმება უალტერნატივოა, ხოლო ალტერნატიულ კანონპროექტად შეთავაზებულია რუსული კანონის თითქმის იდენტური ვარიანტი, ერთი ცვლილებით: კანონის ამოქმედების ნაწილში წერია, რომ "ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაში".

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები:

"ეს კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთება. კანონი, ფაქტობრივად, იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს უკან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონი, რომლიდანაც ამოღებული სიტყვები: "უცხოური გავლენის აგენტი", ჩანაცვლებულია ტერმინით: "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი", რომელიც ტერმინის - "აგენტის" განმარტებაა. ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში ეუთო/ოდირის მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ კანონი არადემოკრატიულია, ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ევროპულ სტანდარტებს.

კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" არაკონსტიტუციურია, რადგან:

ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე მუხლს - "გაერთიანების თავისუფლება". კანონი აიძულებს ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად, ანუ აგენტებად. ასეთი თვითაღიარების იძულება იწვევს მათ სტიგმატიზაციას. კანონი ქმნის ყველა პირობას, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეიზღუდოს და საბოლოოდ გაუქმდეს. 

ეწინააღმეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს - "პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხლებლობის უფლებები". კანონი აწესებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიწოდების ვალდებულებას, რაც არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, რომ მისი პირადი და ოჯახური სივრცერ იყოს დაცული ყოველგვარი გაუმართლებელი ჩარევისგან. ამ კუთხით კანონი ინტიმიდაციას და შიშის დანერგვას ემსახურება.

ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს - "თანასწორობის უფლება". კანონი დისკრიმინაციულია, რამდენადაც გაერთიანებების მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტს მოიცავს და დაუსაბუთებელია. რატომ განასხვავებს არაკომერციულ ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღების ნიშნით. უნგრეთში მოქმედი კანონის შეფასებისას, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ უნგრეთში იურიდიული პირების განსხვავება დაფინანსების მიხედვით, არაპირდაპირი დისკრიმინაციაა.

ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს - "ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია". კანონი თავისი მიღების ფორმითა და შინაარსით წარმოადგენს რეალურ დაბროკლებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების პოზიცია ნათელია - კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მიმართ არსებულ მოთხოვნებს. კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციური ორგანოებისათვის კონსტიტუციით დაწესებულ ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა ქვეყნის ევროკავშირში ევროინტეგრაციისთვის.

ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. მთელი შინაარსით არაკონსტიტუციურია, მაშასადამე არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე და წარმოგიდგენთ შესაბამის კანონპროექტს." - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge