png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ - ვიოლა ფონ კრამონი

  • პოლიტიკა
  • 23.04.2024
  • 15:50
უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ - ვიოლა ფონ კრამონი

უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარებთან ერთად გამართა.

„დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი წვლილი იმისთვის, რომ საქართველომ არ მიატოვოს ეს ევროპული გზა. უნდა ვაღიარო, რომ მე მაშინაც ვიყავი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრე, როდესაც ამ პარლამენტშიც და ევროპული ინსტიტუტებშიც ბევრი იყო ამის მოწინააღმდეგე. მე დღესაც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის უმეტესობა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ამას იმსახურებენ. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ქართულმა ოცნებამ ეს კანდიდატის სტატუსი ბოროტად გამოიყენა საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის და ახლა რთულია ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, როდესაც უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ შესაძლოა საქართველო არც არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამიტომ, ახლა ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებზე, რადგან როგორც ნიკამ სწორად აღნიშნა, ეს უცხოური აგენტების კანონი პირველ რიგში სამიზნეში იღებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებზე დაკვირვებას მოითხოვენ და აკრიტიკებენ დარღვევებს. რა თქმა უნდა, ამ არასამთავრობოების მიმართ საინფორმაციო კამპანია ადრეც მიმდინარებდა, მაგრამ ახლა ეს უკვე სამართლებრივი დევნის ეტაპზე გადადის. 

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი კანონი მიიღეს ოფშორების შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ სანქციების შემთხვევაში თავისი აქტივები საქართველოში გადაიტანოს. ამიტომ, ჩვენ სწრაფად უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ.

გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ქართულმა ოცნებამ მოგვატყუოს, იმიტომ რომ, როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერი ირაკლი კობახიძე იყო ბერლინში და მან ვერ მოითმინა კრიტიკა კანცლერ შოლცისგან, რის შემდეგაც ყველაფერი ცუდ თარჯიმანს დააბრალა", - განაცხადა ფომ კრამონმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge