png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მადრიდში ფრენსის ბეკონის 30 მლნ ევროდ შეფასებული ნახატები მოიპარეს

  • კულტურა
  • 14.03.2016
  • 11:51
მადრიდში ფრენსის ბეკონის 30 მლნ ევროდ შეფასებული ნახატები მოიპარეს

ბრიტანელი ექსპრესიონისტის ფრენსის ბეკონის 30 მლნ ევროდ შეფასებული ხუთი ნახატი მადრიდში კერძო სახლიდან მოიპარეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი წერს.

ძარცვა, რომელსაც ესპანეთში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უმსხვილესი უწოდეს, 2015 წლის ივნისში მოხდა. ტილოები მადრიდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სახლიდან მოიპარეს. სახლის მფლობელის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ რომ ის ესპანელია და ბეკონის მეგობარი იყო.

El Pais-ი აღნიშავს ,რომ დანაშაული კარგად დაცულ, ფეშენებელურ რაიონში მოხდა. სახლი ესპანეთის სენატის შენობის გვერდით მდებარეობს.

სახლის მფლობელმა ძარცვის შესახებ პოლიციას მაშინვე აცნობა, თუმცა ინფორმაცია მთელი ამ ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო და ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.

დამნაშავეების ძებნა ესპანეთსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. პოლიციელთა ვერსიით, ტილოები ჯერ კიდევ ესპანეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

ინგლისელი მხატვარი ფრენსის ბეკონი, რომელიც 1992 წელს მადრიდში გარდაიცვალა, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მხატვარად არის აღიარებული. ხელოვნებათმცოდნეები მის შემოქმედებაში პიკასოს, სიურეალისტებისა და გერმანელი ექსპრესიონისტების გავლენას ხედავენ, თუმცა თავად მხატვარი ამტკიცებდა, რომ უბრალოდ რეალისტი იყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge