png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსული კანონის ინიცირებით, ოცნებამ ევროპას უთხრა არა - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.04.2024
  • 17:22
რუსული კანონის ინიცირებით, ოცნებამ ევროპას უთხრა არა - სალომე ზურაბიშვილი

მივმართავ საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს, მინდ მივმართო ოცნებას და ოცნების წარმომადგენლებს. გილოცავთ ბატონებო, რამეთი ქალები თქვენთან აღარ ითვლება, ან თუ  ითვლება, ისე მოიხსენიებთ, რომ ჯობია არ მოიხსენიო, დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის - ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი. 

პრეზიდენტი რუსული კანონის შემობრუნებას გამოეხმაურა და ამ გადაწყვეტილებას საბოტაჟი უწოდა:

"ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონით, ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან,რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ - რუსული კანონის ინიცირება,  31 მარტიდან 9 აპრილამდე კვირას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი მცნება - ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ, რომ დაინახოთ, არ გინდათ რომ მოისმინოთ რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულებით - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი არასდროს დაბრუნება აქ. 
ოცნებამ უკვე თავისი სახე გამოაჩინა, ერთი პერიოდი - 15 დეკემბრიდან 1 თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს ევროპული გადაწყვეტილება, ჩვენი დამსახურებაა და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, ოცნებამ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია.

ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს, ოცნება არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა," - აღნიშნა პრეზიდენტმა.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge