png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენმა ფეხბურთელებმა თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენს თვალწინ ისტორია დაწერეს - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 02.04.2024
  • 13:51
ჩვენმა ფეხბურთელებმა თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენს თვალწინ ისტორია დაწერეს - შალვა პაპუაშვილი

„ჩვენ მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილე გავხდით. ისტორია ჩვენს თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.

მან ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ ფეხბურთს, თავისი მდიდარი ტრადიციებითა და მემკვიდრეობით გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენს საზოგადოებაში.

„ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს თავისუფლების ჟინს ჩვენი ხალხი ფეხბურთის გულშემატკივრობით იკლავდა და ოცნებობდა დღეზე, როდესაც  ქართული დროშა საერთაშორისო საფეხბურთო ასპარეზზე ამაყად აღიმართებოდა.

 დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამ ათწლეულზე მეტია ველოდებით იმ დღეს, როდესაც საქართველო ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის თანასწორ ადგილს დაიკავებდა და ეს დღეც დადგა.

არის მოვლენები,  რომლებიც ქმნიან ისტორიას, ისტორიას რომლებიც წლების ქარტეხილებს უძლებს, ისტორიას, რომელიც ქმნის ერის ერთობასა და იდენტობას. ჩვენს სწორად ასეთი მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილენი გავხდით. ისტორია ჩვენს თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს. ჩვენ გმირ ფეხბურთელებთან ერთად ამ გამარჯვებას ჰყავდა მოედნის მიღმა გმირები - სამწვრთნელო შტაბი, ტექნიკური პერსონალი, ფეხბურთის ფედერაცია, ფეხბურთელების ოჯახის წევრები და რა თქმა უნდა, ქართველი ქომაგები, რომლებმაც ყველაზე მეტად დაიმსახურეს სიხარულის ეს მომენტი.

მეათე მოწვევის პარლამენტი ამ მოვლენას განსაკუთრებული ემოციის ვხვდებით, ვინაიდან ჩვენ შორის არიან ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები - მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი, რომლებიც აშენებდნენ ამ გამარჯვების ფუნდამენტს და ამავე დროს ჩვენს შორისაა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. მინდა მისი სახით პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მივესალმოთ და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge