png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ალაჰს ვაბარებთ პიროვნებას, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია, გაანადგუროს და დაწყევლოს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

  • მსოფლიო
  • 22.03.2024
  • 18:39
ალაჰს ვაბარებთ პიროვნებას, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია, გაანადგუროს და დაწყევლოს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ალაჰს ვაბარებთ პიროვნებას, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია, ღმერთმა გაანადგუროს და დაწყევლოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კაისერიში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ერდოღანის განცხადების შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩის მოადგილე დაიბარეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაწერა,

"თქვენ, ვინც ჰამასის კრიმინალებს,  ბავშვების მკვლელებს, სექსუალურად მოძალადეებსა და დამსახიჩრებლებს უჭერთ მხარს, უკანასკნელები ხართ, ვისაც ღმერთზე საუბარი შეუძლია. არ არსებობს ღმერთი, რომელიც მოუსმენს მათ, ვინც კაცობრიობის წინაშე თქვენი ჰამასელი ბარბაროსი მეგობრების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ემხრობა",- თქვა კაცმა. 

ეს არ არის თურქეთის პრეზიდენტის პირველი ასეთი გამოსვლა ისრაელის ხელისუფლების წინააღმდეგ ისრაელის-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ.

მანამდე ერდოღანმა  ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში შეადარა ნაცისტური რეჟიმის ქმედებებს ჰიტლერის მეთაურობით. ნეთანიაჰუს უწოდა "ომის დამნაშავე" და დაპირდა მას მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას ღაზის სექტორში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ხოლო თავად ისრაელს უწოდა "ტერორისტული სახელმწიფო“.

ნეთანიაჰუმ უპასუხა და განაცხადა, რომ ერდოღანი თავად ახორციელებს გენოციდს ქურთების წინააღმდეგ და არ აქვს უფლება ისრაელს მორალი უკითხოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge