png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მაკა ბოჭორიშვილს დოკუმენტი რომ მოეტანა, ხელმოწერას დავამადლიდი? ღმერთი, რჯული, დავიფიცებ ხატზე, მსგავსი რამ არ გაუკეთებია - გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 22.03.2024
  • 17:42
მაკა ბოჭორიშვილს დოკუმენტი რომ მოეტანა, ხელმოწერას დავამადლიდი? ღმერთი, რჯული, დავიფიცებ ხატზე, მსგავსი რამ არ გაუკეთებია - გიორგი ვაშაძე

მაკა ბოჭორიშვილს დოკუმენტი რომ მოეტანა, ხელმოწერას დავამადლიდი? დავიფიცებ ხატზე, მსგავსი რამ არ გაუკეთებია, – ამის შესახებ პირველი არხის ცნობით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძეს ჰკითხეს რატომ არ მოაწერა ხელი „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციას.

„ეს არის ტყუილი. ივანიშვილის პარტიამ მოიფიქრა პროვოკაცია, რათა დაედგათ შოუ პარლამენტში, მათ შორის აეროპორტში. იმისთვის, რომ პასუხი არ გასცენ სამართლიან კითხვას, რატომ გადის ამდენი ადამიანი ემიგრაციაში, რატომ გვყავს ამდენი უმუშევარი, რატომ იზრდება ფასები, ევროპის დონეზე დაგეგმეს პროვოკაცია. სირცხვილი არ არის, ერთ ხელმოწერასაც რომ ვერ იშოვი 110 დელეგატში? თავი მოიჭრეს. დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ ყველაფრის ინიციატორი იყო მაკა ბოჭორიშვილი, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩაეძინა ან ჩააძინეს. დელეგაციაში რომ მიდიხართ, დელეგაციის წევრებს ერთხელ მაინც ხომ შეკრებ და ეტყვი, ეს კარგი საქმე გავაკეთოთ ერთადო. ღმერთი, რჯული, დავიფიცებ ხატზე, მსგავსი რამ მაკა ბოჭორიშვილს არ გაუკეთებია. რომ მოსულიყო, არ ჩასძინებოდა და ეს დოკუმენტი მოეტანა, ხელმოწერას დავამადლიდი?“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძეს ჰკითხეს მაკა ბოჭორიშვილი პირადად უნდა მისულიყო თუ არა მასთან, ვაშაძემ აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, დელეგაციის ხელმძღვანელია, 110 დელეგატიდან ყველასთან უნდა მისულიყო. აბა, არ უნდა მისულიყო? მაგალითად, პარლამენტში რომ აინიცირებ კანონს, თუ მჭირდება რომ თანაინიციატორი იყოს სხვა, მივდივარ და ვეუბნები, შეგიძლია, ხელი მომიწერო ჩემს ინიციატივაზე, რათა დავარეგისტრირო? ყველგან ასეა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის დაინიცირება ვერ მოხდა, რადგან ამაზე უარი განაცხადეს ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge