png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„ოცნების ავტომობილი“ - „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ხატვის ადგილობრივი კონკურსი დასრულდა

  • საზოგადოება
  • 20.03.2024
  • 12:50
„ოცნების ავტომობილი“ - „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ხატვის ადგილობრივი კონკურსი დასრულდა

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მეორედ Toyota Motor Corporation-ის ხატვის საერთაშორისო კონკურსში  ჩაერთო. „ოცნების ავტომობილის“ შექმნა დასავლეთ საქართველოს 200 ბავშვისთვის ინსპირაციისა და იდეების გენერირების საშუალება გახდა. 

„ოცნების ავტომობილის“ ხატვის გლობალურ კონკურსში  5-დან 15 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. 9 გამარჯვებული 3 ასაკობრივ კატეგორიაში კომპანიის კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. მონაწილეებსა და გამარჯვებულებს „ტოიოტა ცენტრი ბათუმისგან“ სიგელები და სპეციალური, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მეორედ ასეულობით ბავშვს ჩარჩოებს მიღმა ფიქრისა და მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. მოზარდები ტოიოტას მომავლის ავტომობილის ინოვაციურ-ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს პოულობენ, არსებული პროდუქტისა თუ სერვისის მოდიფიცირებას ცდილობენ. ბავშვების აქცენტები ეკომეგობრული, მულტიფუნქციური, სოციუმის საჭიროებებზე მორგებული ავტომობილის შექმნაზეა.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ამ კონკურსით რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს თვითრეალიზებასა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება. მათ შესაძლებლობა მივეცით, სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანატოლების მსგავსად, საკუთარი ნამუშევრები ხატვის გლობალური კონკურსისთვის შეექმნათ. ბავშვების წარმოსახვით შექმნილი ავტომობილის ესკიზები  ქვეყნის ფარგლებს გასცდა. ნახატები უკვე იაპონიაში, ტოიოტას სათავო ოფისშია“.

ნამუშევრებმა ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსის მთავარ მესიჯს „შეცვალე ავტომობილის მომავალი “ უნდა უპასუხოს. იაპონიაში არსებული Toyota Motor Corporation-ისთვის ეს პირველი კრიტერიუმია, თუმცა ნახატები კრეატიულობისა და შესრულების ხარისხის მიხედვითაც ფასდება.

კონკურსში მონაწილე ბავშვების ნამუშევრები ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლის, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ რეგიონულ ოფისში შეგროვდა.

ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსი ყოველწლიურად იმართება და უკვე 17 წელს ითვლის. მეთვრამეტედ სტარტს შემდეგი წლის გაზაფხულზე აიღებს. მანამდე კი შესაძლოა, ტოიოტას მომავლის ავტომობილებში სწორედ ქართველი ბავშვების იდეები აისახოს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge