png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი, რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ არის თუ არა ლეგიტიმური პუტინი, როგორც რუსეთის პრეზიდენტი? - ეკა ხერხეულიძე „ქართულ ოცნებას“

  • პოლიტიკა
  • 19.03.2024
  • 14:43
ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი, რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ არის თუ არა ლეგიტიმური პუტინი, როგორც რუსეთის პრეზიდენტი? - ეკა ხერხეულიძე „ქართულ ოცნებას“

რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ - არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი? - განაცხადა დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„გასული კვირა მნიშვნელოვანი გახლდათ ორი პოლიტიკური შინაარსის მქონდე ფაქტით. ეს გახლდათ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ არჩევნები და ნატო-ს გენერალური მდივნის რეგიონული ტურნე. თუ რამეს უნდა ვისმენდეთ უმრავლესობის წევრებიდან, ეს არის პოლიტიკური შეფასებები იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, მაგრამ უმრავლესობის არც ერთ წევრს ამაზე არ უსაუბრია. 

იმის გათვალისწინებით რომ ე.წ. არჩევნები ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ მესმის ხმა არც ერთი ჩვენი ოპონენტის, „ქართული ოცნების“ დეპუტატისგან შეფასება, როგორ აღიქვამენ ამ კანონდარღვევას და რა პასუხი აქვთ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით. 

მეგობრებო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდა ე.წ. არჩევნები. დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე. ჩვენ ამაზე შეფასებები არ გვაქვს, ტყვეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულები იყვნენ მიეღოთ ამ ფარსში მონაწილეობა და უკვე მერამდენედ, საქართველოს ხელისუფლებას ამაზე პასუხი არ გააჩნია. 

აღარაფერს ვამბობ იმ მოვლენაზე, როდესაც ვიხილეთ ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში და საქართველო, რომელიც ამ კუთხით, რომელსაც კონსტიტუციით განსაზღვრული აქვს ნატო-ში გაწევრიანება, აღარ გაგვაჩნია ამბიცია წევრობის. საქართველოს ხელისუფლება საუბრობს ნატო-სთან დაახლოებაზე და არა წევრობაზე... 

შემდგომში გამომსვლელ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მივმართო - რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ - არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი?“ - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge