png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„თეგეტა აგრი“ - ახალი სიტყვა სოფლის მეურნეობაში

  • ბიზნესი
  • 18.03.2024
  • 18:55
„თეგეტა აგრი“ - ახალი სიტყვა სოფლის მეურნეობაში
  • 15 მარტს თეგეტას ახალი მიმართულების მედიაპრეზენტაცია გაიმართა
  • სტუმრებს აგრომიმართულების ტექნიკა წარუდგინეს

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა Tegeta Construction Equipment-მა ბაზარს ახალი მიმართულება - „თეგეტა აგრი“ წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და რეგიონში მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს. „თეგეტა აგრის“ პრეზენტაცია მედიისთვის, პარტნიორებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის „თეგეტა ჰოლდინგის“ სათავო ოფისში 15 მარტს გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ტექნიკა დაეთვალიერებინათ და ბრენდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

Tegeta Construction Equipment სპეცტექნიკის მიმართულებაში 2007 წლიდან ოპერირებს, მას შემდეგ კომპანია ძირითად აქცენტს საგზაო-სამშენებლო კომერციულ ტექნიკაზე აკეთებდა, თუმცა 2023 წლის ბოლოს პრიორიტეტად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების განვითარება და შესაბამისი ასორტიმენტის გაზრდა აირჩიეს.

გიორგი ბერიძე, Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი: „ეს იყო  მიმართულება, რომლის ათვისებაზეც ბევრს ვფიქრობდით, ვსწავლობდით ბაზარს, ვაკვირდებოდით, რამდენად ვითარდებოდა ქვეყანაში აგროსექტორი. ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო აგრომიმართულების მხარდაჭერას ცდილობს, შესაბამისად, მივიჩნიეთ, რომ შესვლა ამ სეგმენტში დროული იქნებოდა. ჩვენი მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების შეზღუდული რესურსის მაქსიმალური ათვისება, მაღალტექნოლოგიური ტექნიკით. კომპანიის ხედვა არა უბრალოდ აგროტექნიკის გაყიდვაა, არამედ გვსურს, სექტორს, ჩვენი სახით, საიმედო ბიზნესპარტნიორი შევთავაზოთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა აგრი“ გადამწყვეტ როლს ითამაშებს რეგიონში მიმართულების განვითარებაში.

ბრენდებით, რომლებიც „თეგეტა აგრიში“ გავაერთიანეთ, ვპასუხობთ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თეორიულად შეიძლება იყოს საქართველოში. მაღალტექნოლოგიურ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას წარვადგენთ სომხეთშიც. ჩვენი ასორტიმენტი ხელმისაწვდომია როგორც მაღალი, ისე საშუალო შემოსავლის მქონე ფერმერებისა და კომპანიებისთვის. მომწოდებლებთან, მწარმოებლებთან ერთად, ვმუშაობთ გადახდის მოქნილ, რეგიონზე მორგებულ პირობებზე“.

 

ღონისძიებაზე Tegeta Construction Equipment- ს Fendt-ისა და Valtra-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერთიფიკატი გადაეცა.

კომპანია მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან გრძელვადიან და სრულფასოვან პარტნიორობაზეა ორიენტირებული. „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტი ამ ეტაპზე ხუთი ბრენდისგან შედგება.  Fendt და Valtra გაერთიანებულია მსხვილ ამერიკულ კორპორაცია AGCO-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის კუთხით დღეს მსოფლიოს ლიდერია. „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტშია ჩეხური ბრენდი Zetor, რომელმაც თავისი საიმედოობით ფერმერებში დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.  კომპანია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ბრენდის Goldoni-ს ტექნიკასაც -  ძირითადად სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის სპეციალიზებულ საბაღე და სავენახე ტრაქტორებს.

ივან ნესტეროვი, AGCO Corporation-ის გაყიდვების მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპაში: „მოხარული ვარ, რომ საქართველოში გვყავს პარტნიორი კომპანია, „თეგეტას“ სახით, რომელიც ჩვენი ტექნიკის დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ეს არის პროფესიონალი გუნდი, რომელსაც ქართულ და რეგიონულ ბაზარზე წამყვანი ბრენდების წარდგენის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე სპეციალური ტექნიკის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ტექნიკა ფერმერების საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.  თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობით კი სოფლის მეურნეობის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანენ“.

„თეგეტა აგრის“ უახლოესი გეგმები ბაზრის მინიმუმ 30%-იანი წილის ათვისებასა და  იმპლიმენტების/აგრეგატების ნუსხის გაფართოებას უკავშირდება.  კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული და საკუთარ მომხმარებელს ახალი ბრენდების ფართო არჩევანს შესთავაზებს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია კავკასიის რეგიონში.  კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო, სასაწყობე  და ინდუსტრიულ ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge