png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ - იენს სტოლტენბერგი

  • პოლიტიკა
  • 18.03.2024
  • 16:45
საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ - იენს სტოლტენბერგი

საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

„ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი. ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ თქვენი ნახვა. გუშინ ვიყავი ბაქოში, დღეს ჩამოვედი თბილისში. ეს, პრინციპში, ასახავს იმას, რამდენად ვაფასებ საქართველოს ნატოში და ასევე მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრძანდებოდით თბილისში. მე ახლა თბილისში ვარ და ეს ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გაგვაჩნია პარტნიორებს შორის. საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ  საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება უკან გაიწვიოს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა. ეს არც სამართლიანია და არც თავისუფალი იყო არჩევნები  რუსეთში. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამ სირთულეების წინაშე იმყოფება. ამიტომ არის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. ნატოს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მივესალმები იმას, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ, ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ ეს მოვლენები შეწყვიტოს“, -  განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge