png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მოსამართლემ უარყო დონალდ ტრამპის მოთხოვნა საიდუმლო დოკუმენტების საქმის დახურვის შესახებ

  • მსოფლიო
  • 15.03.2024
  • 10:02
მოსამართლემ უარყო დონალდ ტრამპის მოთხოვნა საიდუმლო დოკუმენტების საქმის დახურვის შესახებ

ფლორიდაში, საიდუმლო დოკუმენტების საქმის მოსამართლემ უარყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამდგომლობა საიდუმლო დოკუმენტების მითვისებისა და უკანონოდ შენახვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დახურვის შესახებ. იუწყება The Associated Press.

აშშ-ის საოლქო მოსამართლის, ეილინ ქენონის დადგენილებით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის გუნდმა წარმოადგინა „სხვადასხვა არგუმენტი, რომელიც სერიოზულ განხილვას იმსახურებს“, ბრალდებების უარყოფა არ არის გამართლებული.

მოსამართლემ მოისმინა არგუმენტები ტრამპის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელშიც მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურორები ადანაშაულებენ ტრამპს ნებართვის გარეშე ეროვნული უსაფრთხოების ჩანაწერების სავარაუდო ფლობაში, რაც ძალიან ბუნდოვანია ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენების ბრალდების საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო მომავალი 20 მაისს არის ჩანიშნული.

პროკურორები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი არალეგალურად ინახავდა საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა და ხელი შეუშალა მთავრობის მცდელობებს მათ დასაბრუნებლად.

თავად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და სასამართლო პროცესი მისი საარჩევნო კამპანიის განადგურებას ისახავს მიზნად. იმისთვის, რომ პროკურორებმა მარ-ა-ლაგოს საქმეზე განაჩენი გამოაცხადონ, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთსულოვანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge