png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენ შევცვლით, რადგან ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, სამშობლოს მსახურებას - ნიკა მელია და ნიკა გვარამია „ახალში“ გაერთიანდნენ

  • პოლიტიკა
  • 11.03.2024
  • 15:58
ჩვენ შევცვლით, რადგან ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, სამშობლოს მსახურებას - ნიკა მელია და ნიკა გვარამია „ახალში“ გაერთიანდნენ

ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადეს.

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, პარტიის წარმომადგენლებმა იციან, როგორ დაძლიონ გამოწვევები.

„ჩვენი პარტია არის „ახალი“,  ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით, რადგან ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, სამშობლოს მსახურებას, ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ დავძლიოთ გამოწვევები. ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ. ჩვენი ფერია მწვანე, ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი, ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები, თეთრთან ერთად, რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. ეს არის ჩვენი სიმბოლოები, წინ მიმართული ისარი. ეს არის სწრაფად წინ მოძრაობა ამ დაპაუზებულ ქვეყანაში. ეს არის მთავარი განაცხადი, ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ და არ გავიხედავთ უკან. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში და მხოლოდ გაერთიანების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. ლოგოც კარგად აჩვენებს ჩვენს გაერთიანებას, ჰარმონიულ და სინქრონულ მოქმედებას. ერთ-ერთი მთავარი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ნომერი 4, რომელიც ხდება ახალი სიმბოლო, ახალი ნომერი გამარჯვების“, – განაცხადა გვარამიამ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარტიაში გაერთიანდნენ: ნინო კვიტაიშვილი, დარეჯან ცხვიტარია, ანა გოგოლაძე, ნოდარ ჩაჩანიძე, მაია კოპალეიშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე, გედევან ფოფხაძე და სხვები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge