png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შესაძლოა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური გახდეს

  • საზოგადოება
  • 11.03.2024
  • 13:55
შესაძლოა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური გახდეს

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში ონლაინუნივერსიტეტი ამოქმედდება.

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის გარკვეულ მიმართულებაზე თეორიული სწავლება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე შეიქმნება ონლაინპროგრამა, რომლის შემთხვევაშიც, სწავლის სრულად დისტანციურად გავლა იქნება შესაძლებელი.

„დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ჩვენმა უწყებამ წარადგინა უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც ეხება ელექტრონული, დისტანციური სწავლების რეფორმას. პრაქტიკულად, ახლებურად ყალიბდება და იცვლება ეს მიმართულება. მოგეხსენებათ, აქამდე მხოლოდ პანდემიის პირობებში, ფორსმაჟორულ რეჟიმში ხდებოდა აღნიშნული მეთოდით სწავლება. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას, რიგ შემთხვებში კი პროფესიულ განათლებას. რამდენიმე თვეა, ანალიზს ვაკეთებთ როგორც საუკეთესო პრაქტიკის, ასევე საქართველოში არსებული გამოცდილების.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებთან დაკავშირებით – ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს – არსებულ პროგრამებზე გარკვეული დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად.

მეორე მიმართულება ეხება იმას, რომ ასევე შესაძლებელი ხდება ონლაინპროგრამის შექმნა და როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად გავლა, შესაბამისი აკრედიტაციის გავლა, განხორციელება როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოელი მოქალაქეებითვის.

მესამე მიმართულება ეხება აღიარების დასაშვებობას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინელექტრონულ პროგრამებზე. მოგეხსენებათ, აქამდე აკრძალული იყო. პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ, თუმცა შესაძლებელი იქნება მომავალში ქვეყნების ნუსხის დამატება იმ სანდოობის გათვალისწინებით, რომელიც უნივერსიტეტებს აქვთ.

კანონის მიღების შემდეგ გაჩნდება ახალი კონცეფტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში. ეს არის ონლაინუნივერსიტეტის ცნება და კონცეფცია. ამ კონცეფციის სტანდარტების დამუშავება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება. ეს პრაქტიკულად, სრულად ახალ შესაძლებლობებს და კარს გააღებს ჩვენი უმაღლესი განათლების სექტორისთვის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი განათლების ექსპორტის კუთხით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge