png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„ყიდულობ ნივთებს იმიტომ, რომ გგავს” ანდრო დგებუაძე Autogallery-ს კამპანიას შეუერთდა

  • საზოგადოება
  • 04.03.2024
  • 15:56
„ყიდულობ ნივთებს იმიტომ, რომ გგავს” ანდრო დგებუაძე Autogallery-ს კამპანიას შეუერთდა

„თეგეტა ქარსში“ შემავალმა  კომპანია Autogallery-მ ახალი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის თვითგამოხატვის დამატებითი შესაძლებლობის შექმნაა. ანდრო დგებუაძე Autogallery-ს ახალ კამპანიას შეუერთდა და მის ფარგლებში Facebook და Instagram გვერდების საშუალებით, მსმენელს  თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე, საშუალებებსა და იდეაზე ესაუბრება.

ანდრო დგებუაძე: „როდესაც მოგინდება, რომ გამოხატო შენი თავი, მერე ხვდები, რომ თვალი გაგირბის იმისკენ, რაც შენ გგავს! ეს არის ამ კამპანიის მიზანიც, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ თვითგამოხატვა ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა. საკუთარი თავის გამოხატვას კი ყველა სხვადასხვა გზით ცდილობს. სწორედ ამისთვის ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც ჩვენ გვგავს, ვმეგობრობთ ადამიანებთან, რომლებიც გვგვანან და ვუკავშირებთ თავს ყველაფერს, რაც გვგავს”.

ლევან თაღიაშვილი, Autogallery-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი: „ახალი კამპანიით გვინდოდა, ადამიანებისთვის შეგვეხსენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითგამოხატვა. ამ მისიის შესრულებაში კი ანდრო დგებუაძე დაგვეხმარა. თვიგამოხატვისთვის ადამიანები განსხვავებულ  ფორმებს ირჩევენ.  საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალებაა ავტომობილიც. სწორედ ამიტომ, თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე საუბარი ჩვენი ბრენდის სტრატეგიის ნაწილად ვაქციეთ.

გვსურს, ჩვენს მომხმარებელთან ემოციური კავშირი გავაჩინოთ. Autogallery-ს კამპანიას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალურ ქსელებში მილიონამდე ნახვა დააგროვა, ამიტომ გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია, სხვადასხვა ფორმით“.

ანდრო დგებუაძე ამბობს, რომ თვითგამოხატვის ინსტრუმენეტებს შორის არის ავტომობილი, რადგან ადამიანს საუკეთესოდ სწორედ არჩევანი წარმოაჩენს. 

„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Autogallery უკვე წლებია, რაც მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ელექტრომობილების პოპულარიზაცია და მომხმარებლებში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

Autogallery-ს ახალი კამპანია თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა. მომხმარებელი თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე ანდრო დგებუაძის მოსმენას კომპანიის Facebook და Instagram გვერდებზე შეძლებს. სამომავლოდ კი Autogallery აღნიშნული თემის კიდევ უფრო ფართოდ გაშლას გეგმავს, მათ შორის მასშტაბურ ღონისძიებებსა და მრგვალ მაგიდასთან დისკუსიასაც აანონსებს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge