png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

2023 წელს „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 549 ავტომობილი გაყიდა

  • ბიზნესი
  • 01.03.2024
  • 17:05
2023 წელს „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 549 ავტომობილი გაყიდა

2023 წელი „მაზდა ცენტრი თეგეტასთვის“ ზრდის წელი იყო - გაყიდვებმა 549 ერთეული შეადგინა. კომპანიამ ეს მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, გააორმაგა.

2023 წლის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ბაზრისთვის ორი ახალი ავტომობილის - CX60 და CX90 - შეთავაზებამ შეასრულა. „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდდირექტორი ნოდარ ჭირაქაძე ამბობს, რომ კომპანიამ გასულ წელს სრულად შეასრულა 2023 წელს დასახული გეგმა, და ეს იმ პირობებში, როცა საკუთარ თავს მაღალი თამასა დაუწესა.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდდირექტორი: „თუ გადავხედავთ ბაზრის რეიტინგებს, 2022 წელს „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მეთოთხმეტე ადგილს იკავებდა, 2023 წელს კი მერვე ადგილზე გადავინაცვლეთ, ანუ ათეულის კარი თამამად შევაღეთ. გასულ წელს ბაზარს ორი ახალი ავტომობილი - CX60 და CX90 - შევთავაზეთ, რომლებსაც ყველანაირი პირობა აქვთ იმისთვის, რომ ახალი ფლაგმანები გახდნენ. წლის წარმატებით დასრულებაში კომპანიის მიდგომა დაგვეხმარა - ბაზარს სწორ დროს სწორი პროდუქტი შევთავაზეთ. ჩვენი ორივე ახალი ავტომობილი - CX60 და CX90 - ახალი სიტყვაა Mazda-ს სამოდელო რიგში, ეს პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია“.

მაზდას სამოდელო რიგიდან, CX60-ისა და CX90-ის გარდა, გასულ წელს განსაკუთრებული პოპულარობით CX5 სარგებლობდა. ნოდარ ჭირაქაძე ამბობს, რომ ამ მოდელის ავტომობილი, იაპონურ მემკვიდრეობასთან ერთად, კომფორტითა და დეტალებზე აქცენტირებით გამოირჩევა. ყველაფერი ერთად კი ქმნის პროდუქტს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს ადგილობრივ მომხმარებელს.

2024 იქნება პირველი სრული წელი, როცა CX60 და CX90 გაიყიდება. პარალელურად „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომწოდებელთან აქტიურად მუშაობს, რათა სამოდელო რიგს ჰიბრიდავტომობილები შემატოს.

2024 წლის მნიშვნელოვან გეგმებს შორის არის Mazda-ს ახალი შოურუმის გახსნა, რომელიც აღმაშენებლის ხეივნში ახლა შენდება.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდდირექტორი: „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი შოურუმი Mazda-ს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ეს იქნება სრულიად ახალი სადილერო, იქვე გაკეთდება სერვისცენტრი, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო ახლოს იყოს მომხმარებლებთან და მათ საჭიროებებსაც მაქსიმალურად მოერგოს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მომხმარებელი მაღალი ხარისხის კომფორტს იმსახურებს. გვინდა, მათი ჩვენთან სტუმრობა დღესასწაულად ვაქციოთ“.

„მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი შოურუმის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრის გახსნას კომპანია ზაფხულში გეგმავს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge