png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჟერარ დეპარდიე სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს

  • ეს საინტერესოა
  • 26.02.2024
  • 15:16
ჟერარ დეპარდიე სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს

ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში, სექსუალურ შევიწროებასა და სექსისტურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. როგორც ადვოკატმა კარინე დიურიე-დიბოლტმა  სააგენტო AFP- ს განუცხადა, 53 წლის პროდიუსერმა ამელიმ, რომელიც დეპარდიესთან ერთად მუშაობდა ფილმის Les volets verts-ის გადასაღებ მოედანზე 2021 წლის სექტემბერში, პარიზის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

გამოცემა Mediapart-ი წერს, რომ დეპარდიემ ქალს ბევრი შეურაცხმყოფელი შენიშვნა მისცა. შემდეგ, სავარაუდოდ, ხელი მოჰკიდა მას და შეეხო წელზე, მკერდსა და მუცელზე. ქალმა განაცხადა, რომ ოთახში შესულმა მსახიობის დაცვის თანამშრომლებმა ის შემდგომი შევიწროებისგან გადაარჩინეს. გადასაღებ მოედანზე კიდევ ერთმა თანამშრომელმა, 33 წლის პროდიუსერის ასისტენტმა, ასევე დაადანაშაულა მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში. მისი თქმით,  2021 წლის 31 აგვისტოს გადაღებების დროს დეპარდიე მას  მკერდსა და საჯდომზე ორჯერ ხელით შეეხო. პარიზის პროკურატურამ არ დაადასტურა საჩივრის მიღება, მსახიობის იურიდიულმა მრჩევლებმა კი არ უპასუხეს AFP-ის მოთხოვნას.

75 წლის დეპარდიეს არაერთხელ დასდეს ბრალი სექსუალურ ძალადობაში. 2023 წლის აპრილში 13 ქალმა - მსახიობებმა, სტატისტებმა და ვიზაჟისტებმა - მსახიობის უხასმი ქცევების შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით ესპანელმა ჟურნალისტმა რუთ ბასამ განაცხადა, რომ 1995 წელს, როდესაც დეპარდიესგან  ინტერვიუს იღებდა ჟურნალ Cinemanía-სთვის მისი მხირიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.

დეპარდიეს მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობმა პიერ რიშარმა, რომელსაც არაერთ ფილმში უთამაშია დეპარდიესთან ერთად, ასევე საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მოდელმა და მომღერალმა კარლა ბრუნიმ და ფრანგული კულტურის 48 სხვა წარმომადგენემა. Le Figaro-ში გამოქვეყნებულ კოლექტიურ წერილში დეპარდიე აღწერილია, როგორც ყველა დროის უდიდესი მსახიობი და უკანასკნელი "კინემატოგრაფიის წმინდა გიგანტი". ხელმომწერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს მსახიობის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიიური განწყობების გამო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge