png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თუ თქვენთვის ძვირფასია ადამიანების სიცოცხლე, თქვენი ხალხი, რუსი ბავშვები და ახალგაზრდები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს ომი - ბერბოკი ლავროვს

  • მსოფლიო
  • 22.02.2024
  • 12:20
თუ თქვენთვის ძვირფასია ადამიანების სიცოცხლე, თქვენი ხალხი, რუსი ბავშვები და ახალგაზრდები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს ომი - ბერბოკი ლავროვს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა რიო-დე-ჟანეიროში,  G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოუწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში.

„თუ თქვენთვის ძვირფასია ადამიანების სიცოცხლე, თუ თქვენთვის ძვირფასია თქვენივე ხალხი, რუსი ბავშვები და ახალგაზრდები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს ომი“, - მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს, რომელიც მისგან ორი ადგილის შემდეგ იჯდა.

მისი თქმით, თუ რუსეთი ახლავე დაასრულებს ამ ომს, ხვალ მშვიდობისა და სამართლიანობისკენ მიმავალი გზა ფართოდ გაიხსნება.

თუ ჩვენ გვინდა ავაშენოთ სამართლიანი სამყარო, ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ომებსა და კრიზისებს. მტკიცედ, პატივისცემით და თვითანალიზისთვის მზადყოფნით“, - მიმართა ბერბოკმა დანარჩენ მონაწილეებს და აღნიშნა, რომ იგი პატივს სცემს უკრაინაში ომის დასრულებაზე განსხვავებულ შეხედულებებს.

ამასთან, ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბრაზილია, რომელიც უკრაინისგან 10 000 კილომეტრით არის დაშორებული, შესაძლოა, განსხვავებულად აღიქვამდეს უსაფრთხოების საფრთხეს, ვიდრე ევროპის ქვეყნები. მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის ომი „მოგვიწოდებს ყველას მტკიცედ დავიცვათ ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყველას გვიცავს: გაერო-ს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები. ვინაიდან ეს პრინციპები იცავს ყველა ერს, განურჩევლად მათი რაოდენობისა და საცხოვრებელი ადგილისა, „რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონალური კონფლიქტი“, - განაცხადა ბერბოკმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge