png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის ომი "დიპლომატიური გზით" დაასრულოს, თუმცა იმ ტერიტორიების გათვალისწინებით, რაც უკვე დაიპყრო

  • მსოფლიო
  • 14.02.2024
  • 16:34
სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის ომი "დიპლომატიური გზით" დაასრულოს, თუმცა იმ ტერიტორიების გათვალისწინებით, რაც უკვე დაიპყრო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი, მზად არის უკრაინის წინააღმდეგ ომის პოლიტიკური და დიპლომატიური დასასრულისთვის, მაგრამ მხოლოდ იმის საფუძველზე, რისი ოკუპაციაც უკვე მოახერხა.

„ჩვენ ღია ვართ პოლიტიკური და დიპლომატიური დარეგულირებისათვის, რომელიც ეფუძნება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებას, იმ რეალობის გათვალისწინებას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განვითარდა და რომელმაც ახლა არსებულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ვინაიდან დასავლეთის ქვეყნებს „არ სურთ“ მოსკოვის ინტერესებისა და არსებული რეალობების გათვალისწინება, შეთანხმების შესაძლებლობები „ჯერ არ ჩანს“.

„თუმცა იმის გამო, რომ მათ, ვინც ომი გამოგვიცხადა, სერიოზული წინადადებისა და ჩვენი ინტერესების გათვალსწინების სურვილი არ აქვთ, არ სურთ გაითვალისწინონ ჩვენი ინტერსები და ადგილზე არსებული რეალები, მოლაპარაკებათა მაგიდასთან საუბარი ჯერ ვერ შედგება. ასეთი ვარიანტები არ განიხილება“, - თქვა ლავროვმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები არ თმობენ „ოცნებებს“ რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე.

მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთისა და მათ მიერ დაკავებული უკრაინის ტერიტორიების უსაფრთხოება „საიმედოდ იქნება უზრუნველყოფილი და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები მიღწეული იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge