png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სამთო სათხილამურო კურორტებზე გამგზავრებამდე

  • საზოგადოება
  • 22.01.2024
  • 19:01
 როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სამთო სათხილამურო კურორტებზე გამგზავრებამდე

ზამთარი უკვე აქტიურ ფაზაშია და, შესაბამისად, იმატებს მობილობა სამთო სათხილამურო კურორტების მიმართულებით. თუმცა, სანამ დასასვენებლად გამგზავრებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ თქვენი ავტომობილის საიმედო მეგზურობაში. იმისათვის, რომ  დაგეგმილი მოგზაურობის დროს უსიამოვნო მოულოდნელობებმა არ იჩინოს თავი, „თეგეტა მოტორსი“ ავტომფლობელებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ისეთ დეტალებს, როგორებიცაა: საბურავი, ანტიფრიზი, აკუმულატორი და საქარე მინის მწმენდები.

ზამთრის საბურავები

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ საბურავებს. თოვლისა და ნალექის პირობებში გადაადგილებისას განსაკუთრებული როლი ენიჭება საბურავების ხარისხსა და მდგომარეობას. დაუშვებელია თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით მოძრაობა, რადგან ამით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებსაც.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში უკვე ამოქმედდა კანონი, რომელიც ზამთარში  მძღოლებს სამთო სათხილამურო კურორტებამდე მისასვლელ გზებზე ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი საბურავებით გადაადგილებას ავალდებულებს. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, რომელიც დატანილი უნდა იყოს საბურავზე, ასევე დაწესდა პროტექტორის მინიმალური სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასე რომ, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად შეამოწმეთ თქვენი ავტომობილის საბურავების სეზონთან შესაბამისობა, პროტექტორების ზომა, ასაკი და ზოგადი მდგომარეობაც. საჭიროების შემთხვევაში კი ჩაანაცვლეთ ახლით, რადგან სეზონთან შესაბამისი საბურავი უსაფრთხო გადაადგილების მთავარი წინაპირობა.

ანტიფრიზი

ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიფრიზის რესურსის შემოწმებაც. დაბალი ტემპერატურა, ბუნებრივია, სითხის გაყინვას უწყობს ხელს. თუ ძრავის გაგრილების სისტემაში იქნება მხოლოდ წყალი ან რესურსამოწურული ანტიფრიზი, ის აუცილებლად გაიყინება როგორც კი ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება. აღნიშნული სითხის გაყინვა კი დააზიანებს ძრავას და მისი შეკეთება არცთუ ისე მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული.

აკუმულატორი

წელიწადის ყველაზე ცივ სეზონზე ძალიან ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დაბალი ტემპერატურით აიხსნება. ზამთარში ძლიერი ყინვა ელექტროლიტების სიმკვრივის დაცემას იწვევს, რამაც შესაძლოა, აკუმულატორის გაყინვა გამოიწვიოს,  განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე დაბალია.  ყველა აკუმულატორს თავისი განსაზღვრული ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მუშაობას. პრობლემების შემთხვევაში აკუმულატორი ნიშნების სახით აუცილებლად მოგვცემს გაფრთხილებებს, ხოლო გაფრთხილებები გამოიხატება ფარების ნათების შემცირებაში, დაქოქვის დროს დენის გართულებულად მიწოდებაში. შესაძლოა, ხანგრძლივი დგომის შემდეგ ავტომობილი საერთოდ აღარც კი დაიქოქოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გამგზავრებამდე მისი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება.

საქარე მინის საწმენდი

საქარე მინის მწმენდების გამართული მუშაობა, ზამთარში უხვი ნალექის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ,  გარდა კარგი საწმენდი ჯაგრისებისა, საქარე მინის საწმენდი სითხის რეზერვუარშიც უნდა გვქონდეს სპეციალური ყინვაგამძლე კონცენტრატი. საქარე მინის მწმენდების სითხის არარსებობა ან გაყინვა შეგიზღუდავთ ხედვის არეალსა და ხარისხს. ასეთ პირობებში მოძრაობა კი რისკებთან არის დაკავშირებული.
გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და გაატარეთ დაგეგმილი დასვენება მოულოდნელი უსიამოვნებების გარეშე. დაიმახსოვრეთ, მომზადებული ავტომობილი ზამთარში უსაფრთხო მართვის გარანტია.

ზამთრის კურორტებზე გამგზავრებამდე ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და ონლაინ შოპზე არსებული შეთავაზებები დაგეხმარებათ.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge