png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დანიის ელჩის განცხადება არის უპასუხისმგებლო, დეზინფორმაციული და თავხედური, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს - ირაკლი ზარქუა

  • პოლიტიკა
  • 11.01.2024
  • 15:33
დანიის ელჩის განცხადება არის უპასუხისმგებლო, დეზინფორმაციული და თავხედური, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს - ირაკლი ზარქუა

დანიის ელჩის განცხადება არის უპასუხისმგებლო, დეზინფორმაციული და თავხედური, მგონი, ელჩს თავისი უფლებამოსილებები და ვალდებულებები ავიწყდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ჟურნალისტებმა ზარქუას კითხვა დაუსვეს საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებაზე, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“.

ზარქუა ელჩს ურჩევს ამ განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.

„როგორ გელანდებათ ყველაფერში სანქციები და როგორ გინდათ, მაგრამ ვერ ეღირსებით. დანიის ელჩის განცხადება არის უპასუხისმგებლო, სიცრუე, დეზინფორმაციული და თავხედური. მგონი, დანიის ელჩს თავისი უფლებამოსილებები და ვალდებულებები ავიწყდება. ქალბატონო ელჩო, დანიშნული ხართ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს დაეხმაროთ ევროპულ ინტეგრაციაში. როცა მთელი რიგი წარმატებები გვაქვს, მათ შორის კანონის უზენაესობით ვუსწრებთ კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყანას, ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს და ბიუჯეტის ღიაობით და გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ და ვუსწრებთ დანიასაც, ეს არის მოცემულობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა შექმნა და მოიტანა. მის განცხადებებს ერთადერთი მიზანი შეიძლება, ჰქონდეს – პოლარიზაციის უფრო გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა, რის საპირისპიროდაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი ვმუშაობთ. მოვუწოდებ, მომავალში უფრო ფრთხილი იყოს. არ ვიცი, მსგავსი განცხადება შეცდომით თუ გამიზნულად გააკეთა, მაგრამ ორივე შემთხვევაში დანაშაულია და მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს დაიბარებს და მას ახსნა-განმატებებს მოსთხოვს. ვურჩევდი, საზოგადოებას ამ განცხადების გამო ბოდიში მოუხადოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge