png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პორშე ისევ ყველაზე სწრაფი ელექტრომობილია

  • ბიზნესი
  • 04.01.2024
  • 14:50
 პორშე ისევ ყველაზე სწრაფი ელექტრომობილია

პორშეს განვითარების ცენტრის ტესტდრაივერმა ლარს კერნმა ნიურბურგრინგის „ნორდშლაიფეზე“ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. Porsche Taycan-ის ახალი, სერიული წარმოების  პროტოტიპით მან ლეგენდარულ სარბოლო ტრეკზე 7:07.55-წუთიანი წრე დააფიქსირა. ამ ოფიციალური შედეგით კი 2022 წლის აგვისტოს რეკორდი მთელი 26 წამით გააუმჯობესა. გასული წლის შედეგი ლარს კერნმა  Performance-პაკეტით აღჭურვილი Taycan Turbo S Sport-ით აჩვენა.

კევინ გიკი, „ტაიკანის“ სერიული წარმოების ხელმძღვანელი: „26 წამი ავტოსპორტში ძალიან ბევრია. ლარსის მიერ დაფიქსირებული დრო, 7:07.55 წუთი, „ნორდშლაიფეზე“ სენსაციური მაჩვენებელია და იმას ნიშნავს, რომ „პორშე ტაიკანმა“ ელექტროჰიპერქარების შედეგს მიაღწია. ყველაზე შთამბეჭდავი  ის არის, რომ ლარსმა რამდენიმე წრეზე ერთი და იგივე დრო აჩვენა!“

 „შესაძლებლობის მაქსიმუმს ვეცადე და მაქსიმუმიც მივიღე“, - ეს ლარს კერნის სიტყვებია. რეკორდული წრეების დასაფიქსირებლად ნიურბურგინგის „ნორდშლაიფე“ ერთი დღით ექსკლუზიურად მის განკარგულებაში  იყო. სატესტო ავტომობილი უსაფრთხოების კარკასითა და სარბოლო სავარძლებით აღიჭურვა.

Taycan Turbo S-ით 2022 წელს დამყარებულ რეკორდთან შედარებით, ახალი შედეგი გაცილებით უკეთესია. ახალი რეკორდის სრული Onboard-ვიდეო მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.

Taycan არის პორშეს პირველი, სერიული, სრულად ელექტრიფიცირებული მოდელი, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა იდეალური სპორტული ელექტრომობილი მიეღო. 2019 წელს, როდესაც „პორშე ტაიკანი“ გამოჩნდა, ის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ელექტრომობილი იყო 800-ვოლტიანი ბატარეით. ტაიკანს ერთი დამუხტვით 450 კმ-ის გავლა შეუძლია.

Porsche Taycan 40-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი ელექტრომობილია, როგორც ყველაზე ინოვაციური მოდელი. ის ასევე გინესის მსოფლიო რეკორდსმენია — ელექტროძრავით ყველაზე გრძელი, უწყვეტი დრიფტის გავლაში.

ოთხკარიანი სპორტული ელექტრომობილი მართვის ისეთივე დინამიკური და ამაღელვებელი გამოცდილებით გამოირჩევა, როგორითაც პორშეს ლეგენდარული 911. სრულად ელექტრული Porsche Taycan-ის Turbo S-ს 761 ცხენის ძალა აქვს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/სთ-ია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ/სთ — 2.8 წმ.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge