png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მითია, რომ ელექტრომობილით თბილისიდან ბათუმში ჩასვლას ვერ შეძლებთ

  • ბიზნესი
  • 25.12.2023
  • 14:41
მითია, რომ ელექტრომობილით თბილისიდან ბათუმში ჩასვლას ვერ შეძლებთ

ქართულ საავტომობილო ბაზარზე პირველი ელექტრომობილი დაახლოებით 10 წლის წინ გამოჩნდა. ახალშექმნილი მანქანა მაშინ ჯერ კიდევ დაბალი გამავლობის იყო და მაქსიმუმ 150-200 კილომეტრის გავლა შეეძლო. თუმცა ტექნოლოგიებთან ერთად ელექტრომობილების წარმოებაც განვითარდა. მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები დღეს ბაზარს სრულიად განახლებულ, მძლავრ ელექტრომობილებს სთავაზობენ. სულ უფრო იზრდება მანძილიც, რომელსაც ელექტრომობილი ერთი სრული დამუხტვით გადის.  

ელექტრომობილებს, რომლებსაც მომხმარებელს „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ სთავაზობს, ერთი სრული დამუხტვით საშუალოდ 350-500 კილომეტრის გავლა შეუძლიათ. ეს მაჩვენებელი კი ამსხვრევს მითს,  რომ თბილისიდან ბათუმში ელექტრომობილით ჩასვლა შეუძლებელია.

„ავტო გალერიმ“ ელექტრომობილებთან დაკავშირებული მითების შესახებ კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არასწორი წარმოდგენების შეცვლაა. 

ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ავტო გალერიში“ ჩავატარეთ  ექსპერიმენტი: Volkswagen ID4-ის ელექტრომობილით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავემგზავრეთ. მგზავრობა შემოდგომაზე დავგეგმეთ, როდესაც, უამინდობის გამო, ელექტრომობილების გამავლობა უფრო ნაკლებია. ბათუმში შეუფერხებლად ჩავედით, მეტიც - ბატარეას კიდევ 8%-ის ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა ჰქონდა. როგორც ამ პრაქტიკული გამოცდილებით, ისე თეორიული მაგალითებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ავტო გალერის“ შოურუმში განთავსებული ყველა ავტომობილი ბათუმამდე დაუბრკოლებლად ჩაგიყვანთ.

ელექტრომობილების მიმართულებას დაახლოებით სამი წელია ვავითარებთ. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ყველაზე მოთხოვნადი მოდელი  სწორედ Walkswagen ID4 არის. ის თავისი კომპლექტაციით, გამავლობითა და ხარისხით გამორჩეულია.  შოურუმში კიდევ 15-მდე ბრენდის ელექტრომობილი გვყავს, მათ შორის არის Tesla-ს, Honda-სა და Toyota-ს ელექტრომობილები. „ავტო გალერი“ მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას აძლევს“.

ავტოტრანსპორტის ელექტრიფიკაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. გაზრდილი მოთხოვნა ელექტრომობილების უნიკალური მახასიათებლებით აიხსნება:  ის ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. აგრეთვე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ძრავის გამაგრილებელი სითხე. თითქმის არ სჭირდება დრო და ფინანსები სერვისსა და ტექნიკურ მომსახურებაზე. ელექტრომობილები ნაკლებად ხმაურიანია და უფრო კომფორტული დაძვრისა და აქსელერაციის საშუალებას იძლევა.

ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „თბილისში ყოველდღიური მოხმარებისას ავტომობილის დამუხტვა საშუალოდ კვირაში ერთხელ არის საჭირო. ეს კი პრობლემა აღარ არის.  საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, ელექტროობილის დამტენები ბევრ ლოკაციაზეა დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს მასშტაბით დამატებით 70 დამტენის მონტაჟს გეგმავს, აქედან 10 სწრაფი დამტენი იქნება. რაც ნიშნავს იმას, რომ სულ რაღაც ნახევარ საათში ავტომობილის დაახლოებით 80%-ამდე დამუხტვაა შესაძლებელი. მსგავსი  დამტენები უკვე დამონტაჟებულია გორსა და ზესტაფონში“.

აღსანიშნავია, რომ ყველა ელექტრომობილს აქვს რეზერვი, რაც ნიშნავს, რომ ბატარეის ენერგიის ამოწურვის შემდეგაც მანქანით დამატებით კიდევ რამდენიმე კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. მანძილი და დრო უახლოეს დასამუხტ ობიექტამდე მისასვლელად სრულიად საკმარისია. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის  ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge