png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 22.12.2023
  • 16:17
გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში - ირაკლი კობახიძე

გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ფიქრობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2024 წელს დაიწყება.

„მე ჩემი პოზიცია შემიძლია გითხრათ, თუ არ იქნება 2024 წელს, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წელს უნდა იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკების გახსნა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება, თუმცა პოლიტიკური საკითხია და ამაში ჩვენ ღრმად ვერ შევალთ. მიგვაჩნია, რომ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკების გახსნა, მით უმეტეს გვეკუთვნის 2024 წლის დეკემბერში. იმედი გვაქვს, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ დავამტკიცეთ, როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლო ჯამში, ვახერხებთ მიზნის მიღწევას და ეს კარგად გამოჩნდა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. იყო რთული პროცესი, მაგრამ ეს პროცესები მივიყვანეთ წარმატებამდე, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და იგივე დაპირება შეგვიძლია, გავცეთ საზოგადოების მიმართ მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით. როდის იქნება, ეს არის ცალკე საკითხი, მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება, როცა იქნება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge