png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათების შექმნას ბიზნესები დამოუკიდებლად შეძლებენ

  • ბიზნესი
  • 19.12.2023
  • 16:47
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათების შექმნას ბიზნესები დამოუკიდებლად შეძლებენ

საქართველოს ბანკი სიახლეების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებლებს ახალი პროდუქტი - ციფრულ სასაჩუქრე ბარათი წარუდგინა.

რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მომხმარებლისთვის დამოუკიდებლად შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათები, რომელთა ნახვას და შეძენას ისინი მობილბანკსა და ინტერნეტბანკში შეძლებენ.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და ის ადრესატთან მომენტალურად იგზავნება.  მასზე კონკრეტული მოცულობის თანხა წინასწარაა დარიცხული და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი ამ ლიმიტის ფარგლებში  შეიძინოს. ბიზნესებს სურვილისამებრ შეუძლიათ შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათი საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერიდან და განსაზღვრონ:  თანხის ლიმიტი, გამოყენების ვადა და ბარათის დიზაინი. ბიზნესები ასევე შეძლებენ ნახონ გაყიდული ბარათების ანალიტიკა: რა რაოდენობის ციფრული სასაჩუქრე ბარათი გაიყიდა, ბარათზე არსებული ბალანსი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მობილბანკში სასაჩუქრე ბარათების შეძენა  და გაგზავნა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისთვის. ბარათის გასააქტიურებლად მხოლოდ ტელეფონის ნომერია საჭირო. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს მომხმარებლებს  ისეთი ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები შევთავაზოთ, რომელიც მათი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ  დამოუკიდებლად შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათი და მიწვდნენ მომხმარებლებს, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად, წამებში შეიძენენ სასაჩუქრე ბარათებს როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვისთვის, იქნება ეს დაბადების დღე, ახალი წელი თუ სხვა ნებისმიერ მნიშვნელოვანი თარიღი.  მომხმარებელს ასევე შეუძლია აირჩიოს ბარათისთვის სასურველი ვიზუალი და მისალოცი წერილიც დაურთოს მას. ეს ერთის მხრივ, ეს კარგი სიახლეა მომხმარებლებისთვის, რადგან თუ ბარათის მოქმედების ვადის განმავლობაში ის თანხას არ გამოიყენებს, აუთვისებელი თანხა დარჩება მის ანგარიშზე. ბიზნესს კი შესაძლებლობას აძლევს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს, მიწვდეს სამიზნე აუდიტორიას და კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ბიზნესი. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას“  - აცხადებენ საქართველოს ბანკში

ინფორმაციისთვის, ბიზნესები, ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნას საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით შეძლებენ. ამისთვის საჭიროა ფიზიკური გადახდის მეთოდი ჰქონდეთ. მათ კი ვისაც ჯერ არ აქვს ტერმინალი, შეუძლია საქართველოს ბანკის პირველი ტერმინალი  მარტივად, ონლაინ მოითხოვონ.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge