png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეს განვიხილავდი - პრეზიდენტი არჩევნებზე

  • პოლიტიკა
  • 13.12.2023
  • 18:34
თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეს განვიხილავდი - პრეზიდენტი არჩევნებზე

ჩემი გეგმა - თუ ამას შეიძლება გეგმა ვუწოდოთ - ამჟამად არის, რომ მანდატი ბოლომდე მივიყვანო და შევასრულო ჩემი, როგორც პრეზიდენტის როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა პრაღაში რადიო თავისუფლებისჟურნალისტის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომ "განიხილავთ, ან განიხილავდით თუ არა შესაძლებლობას, რომ [არჩევნებში] მონაწილეობა მიიღოთ, ჩამოაყალიბოთ პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთვებოდა" უპასუხა, რომ გეგმების შესასრულებლად თუ განსხვავებული ფორმატს საჭიროება დაინახა "მაშინ, ვნახოთ".

"მე ამჟამად პრეზიდენტი ვარ და ჩემი მანდატი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულდება, ახალი პარლამენტი კი ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რადგან ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ხალხმა აირჩია. ჩემი გეგმა - თუ ამას შეიძლება გეგმა ვუწოდოთ - ამჟამად არის, რომ მანდატი ბოლომდე მივიყვანო და შევასრულო ჩემი, როგორც პრეზიდენტის როლი. პრეზიდენტმა უნდა სცადოს კონსენსუსის მიღწევა ქვეყანაში, რომელიც ღრმადაა პოლარიზებული - ეს, ცხადია, იოლი ამოცანა ვერ იქნება საარჩევნო წელს, რომელიც, სავარაუდოდ, სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ცდილობენ იმ ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, რომელთა შესრულებაც მოგვიწევს მას შემდეგ, რაც, იმედია, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს რამდენიმე დღეში. შემდეგ გვექნება წლის დარჩენილი დრო, არჩევნებამდე და არჩევნების ჩათვლით, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაჩვენოთ, რომ ვასრულებთ იმ ავანსს, რომელიც საქართველოსთვის გასცეს. აი, ესაა ჩემი გეგმები. თუ დავინახავ, რომ საჭირო ვარ განსხვავებული ფორმატით ამ ამოცანის შესასრულებლად, მაშინ, ვნახოთ", - თქვა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ასევე ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება, განიხილავს თუ არა პარტიის ჩამოყალიბებას ან რაიმე სხვა გზით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

"სხვაგვარად ვიტყოდი. თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეს განვიხილავდი". - თქვა პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge