png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ცინიკური ტყუილია განცხადებები, რასაც ვისმენთ, „ქართული ოცნება“ მსოფლიო მასშტაბით მსგავს სიტყვებს ეძებს, ამ კანონშიც ეს წერიაო - აგენტი და ა.შ. მათ მიერ მომზადებული კანონის ანალოგი რუსეთსა და სერბეთში იყო - სანდრო რაქვიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.12.2023
  • 15:03
ცინიკური ტყუილია განცხადებები, რასაც ვისმენთ, „ქართული ოცნება“ მსოფლიო მასშტაბით მსგავს სიტყვებს ეძებს, ამ კანონშიც ეს წერიაო - აგენტი და ა.შ. მათ მიერ მომზადებული კანონის ანალოგი რუსეთსა და სერბეთში იყო - სანდრო რაქვიაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ სიტყვებით თამაში დაიწყო, მსოფლიო მასშტაბით მსგავს სიტყვებს ეძებს და ამბობს, ამ კანონშიც აგენტი და ა.შ. წერიაო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტში აგენტების გამჭვირვალობის კანონის წარდგენაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ შემოწმებას ითვალისწინებს. რაქვიაშვილის თქმით, ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ მიერ მოყვანილი მაგალითები მცდარია.

„მგონი, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დებატები არ გვაქვს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვებით თამაში დაიწყო და ეს უკვე ყელში მაქვს ამოსული. ამერიკის შემთხვევაში პოლიტიკური გავლენის აგენტი ლობისტია, საქართველოში კი ლობისტური საქმიანობა აკრძალულია. მმართველი გუნდი ისეთ ტერმინს იყენებს, რომელიც ლობისტურ საქმიანობას ეხება და ენჯეოსექტორზე გაავრცელეს, რომელიც არაფერ შუაში არ იყო. ცინიკური ტყუილია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ. „ქართული ოცნება“ მსოფლიო მასშტაბით მსგავს სიტყვებს ეძებს და ამბობს, ამ კანონშიც ეს წერიაო – აგენტი და ა.შ. იდიოტური კანონები შეიძლება, ყველა ქვეყანამ მიიღოს, მაგრამ მათ მიერ მოყვანილი მაგალითები მცდარია. მათ მიერ მომზადებული კანონის ანალოგი რუსეთსა და სერბეთში იყო, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ არიან“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
  • 12:05
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge