png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენთვის საკმარისი არ არის თუნდაც 55 პროცენტის მიღება, ჩვენი ამოცანაა, კიდევ გავაუმჯობესოთ შედეგი და დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 13.12.2023
  • 14:42
ჩვენთვის საკმარისი არ არის თუნდაც 55 პროცენტის მიღება, ჩვენი ამოცანაა, კიდევ გავაუმჯობესოთ შედეგი და დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, ეს არის ორი წამყვანი სტრატეგიული კონსულტანტი, რომლებიც დაგვეხმარებიან პიარკამპანიების დაგეგმვაში შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, ისინი ჩვენ ასევე გვეხმარებოდნენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და მაშინ ძალიან წარმატებული იყო მათი მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საინტერესო რჩევები ჰქონდათ მათ. მაგალითად ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, რომ ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენი ბანერებით, რაც გავითვალისწინეთ, სასარგებლო აღმოჩნდა და დაგვეხმარა შედეგის გაუმჯობესებაში. ის ბანერები სისხლიანი იყო თუ არა ეს სხვა თემაა, მაგრამ ძალიან კარგად ასახავდა „ნაცმოძრაობის“ სახეს, თუმცა მათი იდეა ეს პრინციპში არ იყო. ეს იდეა სხვა კონსულტანტების მხრიდან გაჩნდა, რაც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ის, რა დანაშაულებიც აქვს „ნაცმოძრაობას“, რომ შეცდომა არ დაუშვას მომავალში. ჩვენი პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის საკმარისი არ არის თუნდაც 55 პროცენტის მიღება, ჩვენი პრინციპული ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი და დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტად გვჭირდება თუნდაც იმ ძალიან მაღალი ციფრების გაუმჯობესება, რომლებიც დღეს არის დაფიქსირებული. ჩვენ არ დავჯერდებით 55 პროცენტს, გვჭირდება უფრო მაღალი შედეგი. ჩვენი კამპანია იქნება თვისებრივად პოზიტიური, ავაგებთ ამ კამპანიას იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ დაგვჭირდება საზოგადოებისთვის შეხსენება, ვინ არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, ამასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge