png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ირაკლი ქადაგიშვილმა არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა

  • პოლიტიკა
  • 11.12.2023
  • 14:13
ირაკლი ქადაგიშვილმა არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს სახელით, არგენტინის რესპუბლიკის ახალარჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილება.

ირაკლი ქადაგიშვილი მიესალმა პრეზიდენტ ხავიერ მილეის, ვიცე-პრეზიდენტ ვიქტორია ვილარუელსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დიანა მონდინოს. ირაკლი ქადაგიშვილმა  არგენტინის პრეზიდენტს დაუდასტურა საქართველოს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებასა და გაღმავებასთან დაკავშირებით.

„ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ ამ უმაღლეს თანამდებობაზე არჩევას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს დიდ პატივისცემას და სურვილს, რომ გაგრძელდეს, კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობები, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემგან საქათველოს პარლამენტის, მთავრობისა და  ქართველი ხალხის გულწრფელი მილოცვა“, - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა არგენტინის პრეზიდენტს.

ხავიერ მილეიმ მადლობა გადაუხადა ირაკლი ქადაგიშვილს ინაუგურაციაზე საქართველოს სახელით მონაწილეობისთვის. ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრო პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას არგენტინის კონგრესში, რელიგიათაშორის ცერემონიას ქ. ბუენოს-აირესის საკათედრო ტაძარში და ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თეატრში “Colón”.

აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  არგენტინაში გვარამ ხანდამიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge