png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„თეგეტა შოპის“ მეშვეობით საბურავების შეკვეთა უკვე ევროპიდან არის შესაძლებელი

  • ბიზნესი
  • 30.11.2023
  • 15:21
„თეგეტა შოპის“ მეშვეობით საბურავების შეკვეთა უკვე ევროპიდან არის შესაძლებელი

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს საბურავების შეძენის ახალ გამოცდილებას სთავაზობს. კომპანიის ონლაინმაღაზიას, shop.tegetamotors.ge-ს, ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, საბურავები პირდაპირ ევროპიდან „თეგეტა შოპის“ ვებგვერდის საშუალებით გამოიწეროს. უცხოურ მარკეტებზე საბურავების შეკვეთა თეგეტას ფილიალებში აქამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა ახლა მომხმარებელს შეკვეთის გაფორმება სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლება.

ნიკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „სანამ „თეგეტა შოპს“ ახალი ფუნქცია დაემატებოდა, საბურავების შესაკვეთად მომხმარებელს ფილიალში მოსვლა უწევდა. შეკვეთის სრული პროცესის გავლა, დაწყებული შერჩევიდან დასრულებული მოთხოვნის გაგზავნამდე, გარკვეულ ვადებს მოითხოვდა და მომხმარებელს დადასტურებულად დაახლოებით ორ დღეში ვატყობინებდით პასუხს ხელმისაწვდომობაზე, ფასსა და ჩამოტანის ვადებზე. ახლა ეს პროცედურა გამარტივებულია და მომხმარებელი ონლაინ, მოკლე დროში აფორმებს შეკვეთას. შესაბამისად, ზოგავს დროს და აქვს წვდომა უფრო ფართო ასორტიმენტზე.

აქვე ვიტყვი, რომ მომხმარებელს შეუძლია, შეუკვეთოს როგორც „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში არსებული, ისე ისეთი ბრენდის საბურავები, რომლებიც ჩვენს პორტფელში არ გვაქვს ან ამჟამად არ არის ადგილზე. ახალ კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პირდაპირი წვდომა გვაქვს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყობის მარაგზე, რომელიც გადმოტანილია „თეგეტა შოპზე“.

საბურავების შეკვეთის პროცესი თეგეტას ონლაინმაღაზიაში რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მომხმარებელი „თეგეტა შოპზე“ არჩევს სასურველ საბურავს, რაოდენობას და განათავსებს შეკვეთას. ამის შემდგომ შეკვეთა მიდის საბურავების გუნდის შესყიდვების ოპერატორთან, რომელიც ამოწმებს პროდუქციის ხელმისაწვდომობას, ადასტურებს შეკვეთას და მომხმარებელს უგზავნის შეტყობინებას, რომ საბურავები შეკვეთილია.

ნიკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „ვფიქრობ, ახალი სერვისი მაქსიმალურად კომფორტულია ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ მათ ისეთი საბურავების შეკვეთა უნდათ, რომელიც ჩვენს მარაგში არ არის, შესაკვეთად ფილიალებში მოსვლა აღარ დასჭირდებათ და სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ შეძენას. პროდუქციის ჩამოტანას სტანდარტულად 20-25 დღე სჭირდება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ შესასყიდი ფასის ნახვაც იქვე, ონლაინ არის შესაძლებელი“.

„თეგეტა მოტორსის“ პორტფელში საბურავების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. კომპანია მსოფლიოში წამყვანი ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური იმპორტიორია ქვეყანაში, როგორებიცაა: „ბრიჯსტოუნი“, „მიშლენი“, „კონტინენტალი“ და „იოკოჰამა“. მათ შორის ფლაგმანი „ბრიჯსტოუნია“, რომელთანაც თეგეტა უკვე 25 წელია პარტნიორობს და მისი ოფიციალური იმპორტიორია ქვეყანაში.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge