png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

განსაკუთრებული ფასები Mazda CX5-სა და Mazda CX60-ზე - Black Friday-ს შეთავაზებები „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“

  • ბიზნესი
  • 21.11.2023
  • 18:03
განსაკუთრებული ფასები Mazda CX5-სა და Mazda CX60-ზე - Black Friday-ს შეთავაზებები „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“

ნოემბრის ბოლო კვირა ყველასთვის გამორჩეულია ე.წ. Black Friday-ს შეთავაზებებით. კომპანიები მომხმარებლებს მიმზიდველ ფასდაკლებებს სთავაზობენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც „მაზდა ცენტრი თეგეტაა“.  კომპანიის ისტორიაში პირველად, წელს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, Black Friday-ს შეთავაზებებით ისარგებლოს და იაპონური ბრენდის ავტომობილები განსაკუთრებულ ფასად შეიძინოს. „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებები მაზდას ორ გამორჩეულ მოდელს: Mazda CX5-სა და Mazda CX60-ს ეხება.

შეთავაზების ფარგლებში Mazda CX5-ის შეძენა  $32,400-ის ნაცვლად,  24 500 დოლარად არის შესაძლებელი. ხოლო Mazda CX60-ის ფასი $49 000-ის ნაცვლად 39 000 დოლარია.

Mazda CX5 მსოფლიოში და საქართველოში მაზდას ყველაზე გაყიდვადი მოდელია. SUV ტიპის ავტომობილი „მაზდა ცენტრი თეგეტას“  შოურუმში რამდენიმე კომპლექტაციითაა წარმოდგენილი. იაპონური ხარისხის თვალსაჩინო წარმომადგენელი გამძლე, საიმედო ავტომობილია, რომელიც ქალაქშიც და ქალაქგარეთაც  კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს.

რაც შეეხება მეორე მოდელს, რომლის შეძენაც შავი პარასკევის სპეციალური ფასითაა შესაძლებელი - ეს არის სრულიად ახალი Mazda CX60. ავტომობილი 3,3  ტურბო „მაილდ-ჰიბრიდული“ ძრავითაა წარმოდგენილი და, შესაბამისად, მეტად მძლავრია, თუმცა, სიმძლავრესთან ერთად, მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ეკონომიურობაცაა. გაუმჯობესებული დიზაინითა და პერფორმანსით Mazda CX60 საუკეთესოდ ასახავს მაზდას სწრაფვას პრემიუმ სეგმენტისკენ.

ელენე მამულაშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „Mazda CX5-ზე ყოველთვის ყველაზე მაღალია მოთხოვნა მაზდას მოდელებს შორის და ეს მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ეს არის ავტომობილი, რომელიც თავს აყვარებს მომხმარებელს და, ზოგადად, მაზდას მფლობელები ერთგულებით გამოირჩევიან, ამიტომაც, როცა არსებობს მიზეზი და შესაძლებლობა, ყოველთვის ვცდილობთ, ეს მოდელი საუკეთესო ფასად შევთავაზოთ მომხმარებლებს.

Mazda CX60 საქართველოს ბაზარზე წელს შემოვიდა და, შესაბამისად, გვინდა, ეს ახალი მოდელი გავაცნოთ ჩვენს მომხმარებლებს, დამატებითი ბიძგი მივცეთ, რომ გამოცადონ, ნახონ მისი უპირატესობები და თავად შეაფასონ.

ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლის მოთხოვნებს არასდროს ჩამოვრჩეთ და მათთვის ყველაზე საუკეთესო შეთავაზებები დავგეგმოთ და განვახორციელოთ“.

მაზდას ორივე მოდელი „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია ხელმისაწვდომი. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დაჯავშნოს ტესტდრაივი და თავად გამოცადოს ავტომობილის შესაძლებლობები. „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევის აქცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge