png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

50%-მდე ქეშბექი და 30%-მდე ფასდაკლება - Black Friday-ს შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • ბიზნესი
  • 20.11.2023
  • 19:08
50%-მდე ქეშბექი და 30%-მდე ფასდაკლება - Black Friday-ს შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

შემოდგომის ბოლო თვის მიწურულს „თეგეტა მოტორსმა“  მომხმარებელს უკვე ტრადიციად ქცეული „შავი პარასკევის“ შეთავაზებები მოუმზადა. ამინდების მკვეთრი გაუარესება ზამთრის მოახლოებაზე მიუთითებს და, შესაბამისად, ავტომობილიც ცივი სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.

ზამთრის სეზონისთვის ავტომობილის გამართვაში „თეგეტა მოტორსის“  შეთავაზებები დაგეხმარებათ. Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, განსაკუთრებული აქციებია „თეგეტას“ ფილიალებსა და ონლაინმაღაზიაში.

შეთავაზებები „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში:

Black Friday-ს შეთავაზებებით სარგებლობა ფილიალებში ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია. „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელს ფასდაკლებები სხვადასხვა საავტომობილო პროდუქტზე ელოდება:

„თეგეტა მოტორსის“  Black Friday-ს შეთავაზებებით სარგებლობა, მომხმარებელს 27 ნოემბრამდე შეუძლია. შეგახსენებთ, რომ  ყველაზე სუსხიანი სეზონის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და თუ გსურთ, ზამთარში ავტომობილით უსაფრთხოდ გადაადგილდეთ, აუცილებელია დროულად შეამოწმოთ და შეცვალოთ შესაბამისი სეზონური პროდუქტები.

უყურადღებოდ არ დატოვოთ ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორებიცაა: საბურავი, აკუმულატორი, ხუნდები და ანტიფრიზი – ეს ის ძირითადი პროდუქტებია, რომლებიც დაკავშირებულია სეზონურ ცვლილებასთან და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ცივ სეზონზე ზამთრის საბურავით გადაადგილება უსაფრთხო მგზავრობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია, რომ საბურავის ასაკი არ აღემატებოდეს 5 წელს და პროტექტორის ზომა არ იყოს მინიმუმამდე დასული.

სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის, სეზონის შესაბამისი საბურავი კომფორტული და დაცული მგზავრობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აკუმულატორის გამართული მუშაობა განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურისას. ელექტრომოწყობილობების აქტიური გამოყენების დროს აკუმულატორის დატვირთვა იზრდება და დაბალი რესურსის შემთხვევაში მაღალია მისი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობაც.

მაღალი ხარისხის ზეთიც ერთ-ერთი მთავარი დეტალია ავტომობილისთვის, რადგან სწორედ მისი ხარისხიანი შემადგენლობის წყალობით ნაკლებად ცვდება ძრავის მოძრავი დეტალები და შესაძლებელია მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება.

მნიშვნელოვანია ანტიფრიზის შემოწმებაც, რათა ამინდების გაუარესებასთან ერთად თავიდან ავირიდოთ ძრავის დაზიანება.

შეგახსენებთ, რომ  პარასკევს, 24 ნოემბერს, გახანგრძლივებული დროით - 21:00 საათამდე - იმუშავებს „თეგეტა მოტორსის“ შემდეგი ფილიალები: თბილისი - ცენტრალური ფილიალი, ვაკის, სამგორისა და მარჯანიშვილის ფილიალები. რეგიონებში: ქუთაისის ფილიალი და ბათუმის ცენტრალური ფილიალი.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge